TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ინტერნეტ უსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით ვარდისუბნის საჯარო სკოლამ მასშტაბური პროექტი განახორციელა
06-02-2018
-
+


ვარდისუბის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან, ლილი კუპატაძესთან  და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგთან - ხათუნი ასანიძესთან ერთად პროექტი - ,,Safer Internet Day 2018“  ,,ინტერნეტ უსაფრთხო დღე“ განახორციელეს. პროექტში უცხოელი პარტნიორი სკოლების პედაგოგები და მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულნი. პროექტი პორტალ ,,eTwinning-ის ფარგლებში ტარდება.

„ყველასათვის ცნობილია რომ ინტერნეტი წარმოადგენს ინფორმაციის მოძიების,განათლების, სოციალიზაციისა და გართობის წყაროს, როგორც მოზრდილებისა ისე ბავშვებისათვის. თუმცა როგორც ვიცით ბავშვების მიერ მისი მოხმარება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

კვლევები გვიჩვენებს რომ იზრდება კიბერბულინგის შემთხვევები, - (ინტერნეტით და საკომუნიკაციო საშუალებებით მოზარდებს შორის ძალადობა, დამცირება) და სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად განხორციელდა პროექტი -,,Safer Internet Day 2018"

რა არის პროექტის მიზანი?  -პროექტის მიზანია: მოვახდინოთ ინფორმირებულობის დონის ამაღლება, რომ World Vision საქართველო მხარს უჭერს ონლაინ ტექნოლოგიების და მობილური ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებას. მოვაწყვეთ აქცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - ,,გამოიყენე ინტერნეტი უსაფრთხოდ! 

ჩატარდა გამოკითხვა თემში  თუ როგორ იყენებს ინტრენეტს მოსახლეობა, რა იცის ტექნოლოგიების განვითარების შესახებ, (მოსწავლეები უამბობენ თემს ამის შესახებ), ასევე იცნობს თუ არა უსაფრთხოების საიტს, პრობლემის შემთხვევაში დახმარების გაწევისთვის და ყოველივე ამის შესახებ ინფორმაციას ვუზიარებთ უცხოელ პარტნიორ სკოლებს. 

პროექტის ინგლისურ ენაზე თარგმნაში და კომუნიკაციის დამყარებაში დაგვეხმარა სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი - ნათია ტაბატაძე. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.“  - ნათქვამია ვარდისუბნის საჯარო სკოლის მიერ, ღონისძიების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება