სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი მასწავლებლებისთვის არაა სავალდებულო ელექტრონულ ჟურნალში შეფასებების შეტანა?
13-11-2021
-
+


ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა მასწავლებლებს 8 დღის განმავლობაში შეუძლიათ. პედაგოგებმა სწორედ რვა დღის განმავლობაში უნდა დაწერონ ჟურნალში „არები“, ასევე მოსწავლეთა შეფასებები.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელმა კი საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.

V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში კი მოსწავლეთა შესაფასებლად როგორც განმავითარებელ, ასევე განმსაზღვრელ შეფასებას იყენებენ. რაც შეეხება სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებს, ასევე საგანს „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“, ასევე არჩევით საგნებს,  V-XII კლასებში მოსწავლე  ჩათვლის სისტემით ფასდება.

მასწავლებლები ელექტრონულ ჟურნალში, ამ ეტაპზე, მხოლოდ განმსაზღვრელ შეფასებებს წერენ, რადგან განმავითარებელი შეფასების გრაფა არ ფუნქციონირებს. ამ ფონზე, დაწყებითი კლასის მასწავლებლებს აქვთ კითხვა - არის თუ არა აუცილებელი, რომ მათ ელექტრონულ ჟურნალში განმავითარებელი შეფასებები შეიტანონ? მასწავლებლები დააბნია იმ გარემოებამ, რომ საკლასო სამუშაოს შეფასებაში კომენტარის დაწერაა შესაძლებელი და ფიქრობენ, რომ განმავითარებელი შეფასებები სწორედ აღნიშნულ გრაფაში უნდა დაწერონ. რეალურად კი განმავითარებელი შეფასებისთვის ადგილი ცალკეა განკუთვნილი და მასში მონაცემების შეტანა (დროებით) შეუძლებელია.

დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის არცაა აუცილებელი, ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად შეაფასონ მოსწავლე. არ არსებობს დოკუმენტი ან ბრძანება, რომელიც დაწყებითი კლასის პედაგოგებს განმავითარებელი შეფასებების ჟურნალში შეტანას დაავალდებულებს. ასევე არაა სავალდებულო დაწყებითი კლასის პედაგოგების მიერ დავალებების ჟურნალში ატვირთვა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებითი კლასების საგნის მასწავლებლებს ავალდებულებს, რომ წლის ბოლოს მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება დაწერონ, კლასის დამრიგებელი კი, საგნის მასწავლებლების ინფორმაციებზე დაყრდნობით, IV კლასის ბოლოს, მოსწავლის შესახებ შემაჯამებელ წერილობით შეფასებას წერს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება