სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლებს კოვიდი აქვთ, გადაედოთ მოსწავლეებსაც...“ - ვაზიანის N2 სკოლის დირექტორი განმარტავს, რატომ არ გადადიან დისტანციურ სწავლებაზე
18-10-2021
-
+


ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლებს აქვთ კოვიდი, გადაედოთ მოსწავლეებსაც;  ამ ამბავს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია - დღესაც 500 ბავშვია სკოლაში; ვშიშობ, ინფექცია კიდევ ბევრს ექნება უსიმპტომოდ“... - ეს ინფორმაცია etaloni.ge-ს დღეს მიაწოდეს და ბუნებრივია, მისი გადამოწმება პირდაპირ ადრესატთან გადავწყვიტეთ, მით უმეტეს, რომ წყაროს პრეტენზია ჰქონდა, რატომ არ გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე.

etaloni.ge-ს სკოლის დირექტორმა, ირმა ბერიძემ განუცხადა, რომ ქართულის მასწავლებელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, შეუძლოდ ყოფნის გამო სკოლაში არ დადიოდა, ხოლო ინფიცირებული მოსწავლე მისი ოჯახის წევრია, რომელიც ასევე არ ესწრებოდა საგაკვეთილო პროცესს.

„ინფიცირებული მასწავლებელიც და მოსწავლეც უკვე ორშაბათიდან არ დადიოდნენ სკოლაში, რადგან თავი შეუძლოდ იგრძნეს და შემდეგ კორონავირუსიც დაუდასტურდათ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრთან, რომლის რეკომენდაციის თანახმად -  თუ კოვიდინფიცირებულ პირს ბოლო 48 საათის განმავლობაში არ ჰქონია შეხება სკოლასთან, არც სკოლა და არც კლასი არ ექვემდებარება დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას. ასევე მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას უტარდებათ გეგმური ტესტირება და კორონავირუსის სხვა შემთხვევა სკოლაში არ გამოვლენილა, შესაბამისად სწავლას ვაგრძელებთ დასწრებულ ფორმატში“.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და 687 ცალკეული კლასი გადავიდა; რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით კორონავირუსი მასწავლებლების 0,9 , ხოლო მოსწავლეების 0,6 პროცენტს დაუდასტურდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება