სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

სკოლაში ბავშვისთვის საკვების გატანება დაინფიცირების საფრთხეს ზრდის - ახალი მოთხოვნა და განმარტება მშობლებს
10-10-2021
-
+


საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი არ იკლებს. მიუხედავად დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაპირებისა, რომ სკოლები არ გაიხსნებოდა, სანამ ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ს არ ჩამოსცილდებოდა, 4 ოქტომბერს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა განახლდა.

სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლები ყველანაირად ცდილობენ, რომ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ შემუშავებული რეგულაციები დაიცვან, თუმცა მოსწავლეთა სრულად დაცვა შეუძლებელია.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად სკოლაში კვება რჩება. მართალია, სასადილოები აღარ მუშაობს, თუმცა საკვები სახლიდან, უმეტესად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მიაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის წესების თანახმად, მოსწავლეებმა საკვების მიღების წინ ხელები უნდა დაიბანონ, ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან დასვენება 5 წუთიანია, საპირფარეშოში ხელის დაბანას კი დროის სიმცირიდან გამომდინარე ყველა ვერ მოახერხებს, ამიტომ ყველა „მოსწრებაზეა“ და ამ სიჩქარეში ჰიგიენას სათანადოდ ვერ იცავენ. გარდა ამისა, კვებისას პირბადის მოხსნა დაინფიცირების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. სწორედ ამ მიზეზით სკოლების დირექციები მშობლებს სთხოვენ, რომ ბავშვი სკოლაში ნასაუზმევი გაუშვან, თუმცა როდესაც საუბარი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეხებათ, მათ სკოლაში კვებას ვერ უკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირებულია, შესაბამისად, მოსწავლეებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დიდი დროის გატარება არ უწევთ. თუ მაინცდამაინც კვების გარეშე ვერ გაძლებენ, აუცილებელია ხელების წყლით და საპნით დაბანა და არა სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება, რადგან კვების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავებამ შესაძლოა, ინტოკსიკაცია გამოიწვიოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება