სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დღეს ნებისმიერ ახალგაზრდას თავისუფლად შეუძლია ცივი იარაღის შეძენა“ - მარიამ ჯაში
26-01-2018
-
+


„დღეს ნებისმიერ ახალგაზრდას თავისუფლად შეუძლია ცივი იარაღის შეძენა. პირველ რიგში, გასამკაცრებელია ხელმისაწვდომობა. იარაღი ვერ აღმოჩნდება სკოლაში, თუ ის არ არის თავისუფლად ხელმისაწვდომი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის,“ - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ისაუბრა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სკოლებში კონფლიქტისა და დანაშაულის პრევენცია:

„მეორე თემა, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს არის სკოლებში კონფლიქტისა და დანაშაულის პრევენცია. არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა სკოლებში, მაგრამ უფრო მეტი აქცენტი არა თავისუფალ დროზე, არამედ სპორტული თუ სახელოვნებო მიმართულებებით ახალგაზრდული ენერგიის მიმართვაზე უნდა გაკეთდეს. ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ძალიან ბევრ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან მადატურის სამსახურის რეფორმაზეც ისაუბრა. როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, 6 თებერვალს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში უწყებათაშორისი კომისია წარადგენს საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, თუ რა მიმართულებით განხორცილდება მანდატურის სამსახურის რეფორმა:

„აქცენტი გაკეთდება მანდატურის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და გაძლიერდება მათი მოტივაციის კომპონენტებიც. მანდატურის სამსახური დღეს უფრო რეაგირებაზეა ორიენტირებული, მათ უფლება-მოვალეობებში იქნება ასევე პრევენცია. მანდატურები გადამზადდებიან ძირითადად უსაფრთხოების საკითხებზე, ექნებათ მჭიდრო თანამშრომლობა პედაგოგებთან, ფსიქოლოგიურ სამსახურებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებებთან. ასევე დადგეგმილია მთელი რიგი რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უახლოეს პერიოდში გაჟღერდება,“ - აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება