სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნაეკი“ იმ პედაგოგებს პასუხობს, რომლებიც გამოცდაში არასაპროგრამო მასალის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ
28-07-2021
-
+


მუსიკის პედაგოგთა პროტესტს, რომ კონპეტენციის დადასტურების გამოცდაზე არასაპროგრამო მასალა იყო მოსული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს. როგორც etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამაში ნამდვილად არ არის დასახელებული ზოგიერთი კონკრეტული ნაწარმოები, მაგრამ საგამოცდო პროგრამა სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ გამოსაცდელს დასახელებული ავტორების შემოქმედება თითქმის სრულად უნდა ჰქონდეს შესწავლილი.

„საგამოცდო პროგრამაში ჩამოთვლილი არიან მხოლოდ ავტორები, მათი ორიოდე ნაწარმოები კი მხოლოდ სანიმუშოდ არის მითითებული. ტესტის დავალებებში შეტანილია ამ კომპოზიტორთა საეტაპო მნიშვნელობის ქმნილებები და გათვალისწინებულია თითოეული მათგანის შემოქმედების განსაკუთრებული მახასიათებლები და მხატვრული თავისებურებები.

ამ ტიპის დავალებები გამოიყენება მაღალი სააზროვნო უნარების შესამოწმებლად, რაც სრულ შესაბამისობაშია მუსიკის საგამოცდო პროგრამის პროფესიული უნარ-ჩვევების ნაწილში მითითებულ შემდეგ მოთხოვნებთან: „უცნობი ტიპური მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი“ და „მსჯელობა კომპოზიტორის შემოქმედებასა და შემსრულებლის სტილზე“.

ასეთი ტიპის დავალებები საგამოცდო ტესტში პროცენტულად გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პროგრამაში მითითებული მასალა გულისხმობს.

მართალია, პროგრამაში დასახელებული არ არის ზოგიერთი კონკრეტული ნაწარმოები, მაგრამ საგამოცდო პროგრამა სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ გამოსაცდელს დასახელებული ავტორების შემოქმედება თითქმის სრულად უნდა ჰქონდეს შესწავლილი, ფრჩხილებში მოცემული ნაწარმოები კი, როგორც უკვე აღინიშნა, მხოლოდ ნიმუშებია და არა ერთადერთი სავალდებულო მასალა. ამდენად, ტესტში შეტანილი დავალებები არ სცდება საგამოცდო პროგრამის მოთხოვნებს“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება