სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„წელს სასიხარულო რამ მოხდა, 15 პირველკლასელი დარეგისტრირდა - სკოლაში ეს რაოდენობა წლებია არ გვყოლია“ - ახრისის საჯარო სკოლის დირექტორი
22-07-2021
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს 15 პირველკლასელით ხვდება. როგორც სკოლის დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე ამბობს, წლებია, რაც სკოლას ამდენი პირველკლასელი არ ჰყოლია - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსწავლეთა რაოდენობა განახევრდა... მალხაზ ჩიხლაძე ჩვენთან საუბრისას გასული სასწავლო წლის გამოწვევებზე და შედეგებზე საუბრობს:

მალხაზ ჩიხლაძე: პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ ჩვენ არ გაგვჭირვებია, რადგან სკოლაში არც ერთ მოსწავლეს არ დადასტურებია ვირუსი. მხოლოდ ორ მასწავლებელს დაუდასტურდა, ისიც ისეთებს, ვინც შეთავსებით იყვნენ ჩვენთან. სრული ლოქდაუნი, რომ გამოცხადდა, მაშინ გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. დანარჩენი პერიოდი ჩვეულებრივად ვმუშაობდით. წელს სიახლე იყო ჩვენთვის ისიც, რომ ელექტრონულ ჟურნალს ვაწარმოებდით.

- რამდენად რთული იყო ელექტრონულ ჟურნალზე გადასვლა?

- თავიდან თითქოს შეგუება გაუჭირდათ მასწავლებლებს, მიჩვეულები იყვნენ მატერიალურს, მაგრამ მალევე გაერკვნენ ყველაფერში. ელექტრონული ჟურნალი უფრო მეტ მობილიზებას და ყურადღებას მოითხოვს. ამ პროცესს ამარტივებდა ისიც, რომ დღის ბოლომდე შეეძლოთ ცვლილებების ასახვა. რამოდენიმე მასწავლებელს დღე დაეკარგა დროულად რომ ვერ შეიტანა ნიშანი და ამაზე შეტყობინებაც მივიღეთ, მაგრამ ეს ისეთი შეცდომა არ ყოფილა, რომ ვერ გამოგვესწორებინა. ზოგადად ელექტრონული ჟურნალია კარგია როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.

-  გყოფნით ტექნიკა სკოლაში, რომ ელექტრონული ჟურნალის წარმოება შეძლოთ?

- ამ მხრივ გარკვეული პრობლემები არის. პირველი - ინტერნეტი მოგვეწოდება დაბალი სიხშირით და ამავდროულად შუქიც ხშირად ითიშება სოფელში. ჩვენთან მეორე სოფლიდანაც არიან მასწავლებლები და იქ საერთოდ არ ჰქონდათ ინტერნეტი და ტელეფონებით უწევდათ მუშაობა. რაც შეეხება ტექნიკას, 6 კომპიუტერი გვაქვს, მაგრამ უკვე მოძველებული. შესაბამისად, ვერ აღიქვამენ ახალ პროგრამებს მარტივად და გვიჭირს მასში მუშაობა. აუცილებლად საჭიროებს ეს ტექნიკა შეცვლას. სურვილი გვაქვს, თავად სკოლამ შეიძინოს, მაგრამ ამის სახსრები სამწუხაროდ არ გაგვაჩნია.

- რამდენად კმაყოფილი ხართ წელს ბავშვების შედეგებით?

- აუცილებად უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები izrune.ge-ს პლატფორმაში, განსაკუთრებით პატარები. წელს ძალიან სასიხარულო რამ მოხდა, 15 პირველკლასელი დარეგისტრირდა ჩვენთან, ეს რაოდენობა წლებია არ გვყოლია. 2008 წელს 120 მოსწავლე გყავდა და გაგვინახევრდა. ახლა სკოლაში 70 მოსწავლეა, მაგრამ ახალ სასწავლო წელს 80 მოსწავლე მაინც იქნება, თუ კიდევ არ დაგვემატა ვინმე.

- კიდევ არის სკოლაში ისეთი საკითხი, რომელიც გასაუმჯობესებელია?

- მსგავსი საკითხები ზოგადად, ყველა სკოლაშია, მაგრამ ჩვენთან ისეთი სოფელი და ისეთი ხალხია, რომ ყველა, ყველას ვიცნობთ და ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. გაუგებრობა ან კონფლიქტური სიტუაცია ჯერ არ შეგვქმნია. პრობლემატური საკითხების მოგვარება ადგილზევე ხდება ხოლმე. სხვათაშორის ბავშვებიც განსხვავებულები არიან, დამჯერები, ზრდილობიანები და თავდაჭერილები.

- რა მოლოდინები გაქვთ წლევანდელი აბიტურიენტებისგან?

- მე-12 კლასი სულ 6 მოსწავლემ დაამთავრა, აქედან ერთი ოქროს მედლის კანდიდატია. ძალიან კარგი გოგონაა, სხვადასხვა პროექტებში იღებდა მონაწილეობას და ყოველთვის მაქსიმალურ ქულებს იღებდა. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ გრანტს აიღებს. ჯამში 4 აბიტურიენტი გვყავს. შეფასებები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ვიცი, რომ იმედებს გამიმართლებენ.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პროგრამის დაძლევა ხომ არ გაუჭირდათ ბავშვებს?

- არ გასჭირვებიათ, რადგან ძირითადად სკოლაში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი - მცირე დროით ვიყავით დისტანციურ სწავლებაზე. ვირუსის პრევენციის მიზნით, ყველაფერი მოწესრიგებული გვქონდა და ყველა რეგულაციას ვიცავდით, რა თქმა უნდა, რესურსცენტრის და განათლების სამინისტროს ხელშეწყობით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება