სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ხელვაჩაურელი მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ დისტანციურ ინტელექტ-ჩემპიონატს გამართავს
29-06-2021
-
+


2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხელვაჩაურელი მოსწავლეებისთვის გრძელდება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი 20 ივლისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხელვაჩაურელი მოსწავლე „ეტალონის“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მოგვწეროთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45

გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება