სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ყველას მინდა გთხოვოთ ყურადღება“ - 3 რთული დღე ამ კვირაში, როცა მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს სიფრთხილეს ურჩევს
07-06-2021
-
+


დღეს და ხვალ კარგი დღეებია და გამოიყენეთ, თუმცა 9, 10 და 11 ივნისი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. 10 ივნისს არის ახალმთვარეობა და მზის დაბნელება, ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. „ყველას მინდა გთხოვოთ ყურადღება“ - გაფრთხილებით დაიწყო ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ასტროლოგიური პროგნოზის წარდგენა.

პარასკევს მარსი გადადის ლომის ზოდიაქოში. ეს მოამატებს კეთილშობილებას, ოპტიმიზმს, საქმეში სიყვარულის ჩადების უნარს, მაგრ, ასევე აძლიერებს სიზარმაცეს, უპასუხისმგებლობას, არაპუნქტუალობას, უყაირათობას. რომელ მხარეს აირჩევთ, თქვენზეა დამოკიდებული.

თითოეული ნიშნის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:

ვერძი: ეს ორი დღე იაქტიურეთ, შემდეგ გადადით ფრთხილ რეჟიმზე. აქტიური, ინიციატივიანი ხართ და ენერგია საკმარისად მეტი გაქვთ, მაგრამ მოულოდნელმა ვითარებებმა შეიძლება შეცვალოს თქვენი გეგმები. გაგაოცებთ პარტნიორის უპასუხისმგებლობა. შეიძლება ტყუილების წინაშე დადგეთ.  

კურო: ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, ამიტომ 9 ივნისიდან გადადით მშვიდ რიტმზე. მნიშვნელოვანი საქმეები და ფინანსური საკითხები არ დაგეგმოთ ამ დღეებში. დიდ ხარჯს მოგცემთ ეს.

ტყუპები: აქტიური ნიშანი ხართ, ყველაზე ეფექტური, შარმიანი და იღბლიანი. თუმცა მაინც გაქვთ სისუსტეები -  სულსწრაფობა, უსისტემო მოქმედება, არ უსმენთ სხვის რჩევებს. ამიტომ ეს ითხოვს თქვენგან ყურადღებას, თუ არ გინდათ პრობლემებმა იჩინოს თავი.

კირჩხიბი: ერთ-ერთ რთული პერიოდი გეწყებათ, ყველაზე დაბალია თქვენი იმუნიტეტი. ემოციური მდგომარეობაც არასტაბილურია, ამიტომ შეიძლება მოშურნეების მოქმედების წინაშე აღმოჩნდეთ. ან დაისვენეთ, ან ძველი საქმეები დაასრულეთ ან მშვიდ რიტმზე გადადით.

ლომი: აქტიური, ენერგიული და შარმიანი ხართ. თუმცა ზედმეტი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, ამან შეიძლება პირად ურთიერთობებში დისონანსი შეიტანოს. ამის გამოსწორება შეგეძლებათ 20 ივნისიდან, მანამდე კი ეს მდგომარეობა ხელს შეგიძლიათ საქმეშიც.

ქალწული: ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, ენერგიის აღდგენა გჭირდებათ. კონფლიქტების ალბათობა მაღალი გაქვთ. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით კორპორატიულ ურთიერთობებში. შეიძლება უეცარი ცვლილება მოხდეს და თქვენ არ იყოთ მზად.

სასწორი: გადამეტებული ლტოლვა გაქვთ ძალაუფლებისკენ, შეიძლება დიქტატორული თვისებები წარმოაჩინოთ, რაც არ გახასიათებთ, მაგრამ კოსმოსი ცდუნების სახით სწორედ ამას გიგზავნით თქვენს ხასიათში. ყველაფერი და თან უცებ გინდათ, რაც არ გამოვა და გააღიზიანებს გარშემომყოფებს, როგორც სამსახურში, ისე პირად ურთიერთობებში.

მორიელი: ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, არ გადაიღალოთ, არ გაღიზიანდეთ. მზის დაბნელებისას ცდუნებები წამოიწევს წინა პლანზე, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ყველა უარყოფითი თვისება გააქტიურდება და ამის კონტროლი მოგიწევთ. ეს იქნება სარკაზმი, ეჭვიანობა თუ პირდაპირობა, რაც ხელს შეგიშლით.

თხის რქა: ყოველდღიური საქმეებით შემოფარგვლა მოგიწევთ, ძველი ვალებისა და ვალდებულებების გასტუმრება. ნებისყოფიანი, მომთმენი და შეუპოვარი იყავით, მაგრამ არ გადაიტვირთოთ.

მერწყული: აქტიური, ენერგიული, კონტაქტური და გონებამახვილი ხართ, თუმცა მაინც ყურადღება გმართებთ. თქვენდამი ნდობის ფაქტორი მცირდება. ორიგინალური იდეები და საინტერესო პროექტები ვერ მოიპოვებენ მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე შეიძლება პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ მეტი ტაქტი და დიპლომატია გამოიჩინეთ.

თევზები: დღეს და ხვალ კარგი პერიოდი გაქვთ. 9 ივნისიდან კი შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემებმა იჩინოს თავი. ახლობლების პრობლემების მოგვარებაზე გადაერთვებით, დრო არ გრჩებათ საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად, მაგრამ ნუ დაიძაბებით ამის გამო. მშვიდად გაიარეთ საყურადღებო პერიოდი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აპელაციები დაიწყო - იხილეთ საპრეტენზიო განაცხადის შევსების დეტალური ინსტრუქცია

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება