სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების განვითარების 10 წლიან გეგმაზე მუშაობა დაწყებულია - რას მოიცავს სამინისტროს მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი?
18-05-2021
-
+


2021 წლის ბოლომდე განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიის დოკუმენტი დამტკიცდება.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იქნება სამინისტროს საქმიანობის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს: ბავშვთა სკოლამდელი აღზრდა, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება, ზრდასრულთა განათლება და მეცნიერება. ახალ სტრატეგიაში ინტეგრირებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირის რეკომენდაციები და ყველა საერთაშორისო ვალდებულება.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს 2022-2032 წლების სტრატეგიაზე მუშაობას. მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს და, შესაბამისად, ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის, ასევე, კარგი მმართველობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის განმტკიცებას. 10-წლიანი სტრატეგიის შემუშავება დიდი პასუხისმგებლობაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, თუმცა გვჯერა, პარტნიორების მხარდაჭერითა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავებას“, - აღნშნავს ეკატერინე დგებუაძე სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით გაიმართა. 

სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს მონაწილეებმა, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიის სამიზნე მიმართულებები გამოკვეთეს და 2032 წლისთვის მისაღწევი ძირითადი შედეგების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის მეორე დღე დაეთმო სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიაზე მუშაობას და დარგობრივი მიმართულებებით განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვას.   

ტიბორ დრაშკოვიჩი: „სრულად ვიზიარებ შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებას, რომ სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარებას სჭირდება ყველა ჩართული მხარის აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა. სტრატეგიის შემუშავების პროცესიც შესაბამისად არის დაგეგმილი. მოხარულები ვართ, რომ პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში საშუალება გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ამ რთულ პროცესში და ხელი შევუწყოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს“.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, ევროკავშირის ორი პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და „უნარების განვითარება დასაქმებისთვის“ – ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულები მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ექსპერტები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს წარმომადგენლები.

განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვის  შემდეგ 2021 წლის ბოლომდე მოხდება მისი დამტკიცება.

განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ 2020 წლიდან თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აქტიურად განაგრძობს „განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია 2022-2032“ შემუშავების პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას.

იხილეთ ასევე: განათლების სამინისტრომ 2022-2032 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რატომაა საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი

 

 

თითოეულმა მოსწავლემ იცის, რომ მისი სახელობის კვიპაროსი იფესვიანებს და ისინი ერთად გაიზრდებიან

სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშრიებით ლამაზი ვიდეორგოლი მომზადდა
 

ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ და ამაგდარი მასწავლებლის კოლეგებმა აღნიშნეს პატიკო ქარდავას მრავალწლიანი ღვაწლი

სასწავლო პროცესის ამგვარი ფორმატი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახელმძღვანელოში მიღებული ცოდნა რეალურ მხატვრულ გარემოს დაუკავშირონ
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება