სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

რა შეიძლება დაიხატოთ ბოლო ზარის მაისურზე? - იდეები მე-12 კლასის მოსწავლეებს
17-05-2021
-
+



თეთრი მაისური, წინსაფარი, ფერადი ნახატები, წარწერები და ხელმოწერები - ბოლო ზართან დაკავშირებული ტრადიცია საკმაოდ დიდ დროს ითვლის, თუმცა დროის ცვლილებასთან ერთად, ბუნებრივია, იცვლება მოზარდთა ინტერესის სფეროები, ხედვები, გემოვნება და თვითგამოხატვის საშუალებები. მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარს სიმბოლური დატვირთვა აქვს - ის ერთგვარი წყალგამყოფი ხაზია ძველ და ახალ ცხოვრებას შორის, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მოსწავლეები თეთრი პერანგების მოხატვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ისინი ცდილობენ გამოსახულებების საშუალებით გამოხატონ საკუთარი პიროვნება და ინდივიდუალობა.

რა შეიძლება დაიხატონ მე-12 კლასის მოსწავლეებმა ბოლო ზარის მაისურებზე? - Etaloni.ge რამდენიმე იდეას გთავაზობთ:

უკვე წლებია, უამრავი მოსწავლე ბოლო ზარის პერანგს საყვარელი ანიმაციის გმირებით ახალისებს. პოკაჰონტასი, მეფე ლომი, მულანი, პიტერ პენი, რობინ ჰუდი, ალადინი, რაპუნცელი, რანგო, სპანჯბობი - ეს ის პერსონაჟებია, რომლებიც აქტუალობას არასდროს კარგავენ და მე-12 კლასის მოსწავლეთა მაისურებზეც საპატიო ადგილს იკავებენ.

 

„დიდი გამყინვარების“ მოტრფიალეებს შეუძლიათ თავიანთი მაისურები ზარმაცა სიდის, ხმალკბილა ვეფხვი დიეგოს, მამონტი ელის, ოპოსუმი ედის, ოპოსუმი კრეშის, ხმალკბილა ციყვი სკრატის თუ ჯავშნოსანი სწრაფი ტონის გამოსახულებებით დაამშვენონ, „მადაგასკარის“ მოყვარულებს კი, შესაძლოა, სურვილი გაუჩნდეთ მაისურები ეგზოტიკური თავგადასავლების მაძიებელი ზოოპარკის ცხოველების - ლომის, ჰიპოპოტამის ზებრას ან ჟირაფის ნახატებით გაახალისონ.

ახალგაზრდა თაობაში სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ანიმე. უამრავი თინეიჯერი პერსონაჟების პლაკატებისა და მათთან დაკავშირებული სუვენირების შეგროვებითაცაა დაინტერესებული. მათთვის, ვისაც სურთ ანიმეებისადმი სიყვარული ბოლო ზარის პერანგზეც ასახონ, არჩევანი საკმაოდ დიდია:  ნარუტო უძუმაკი, სასკე უჩიჰა, კაკაში ჰაკატე, პრინცესა მონონოკე, ტოტორო - ეს იმ ანიმეს პერსონაჟთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ახალგაზრდებს განსაკუთრებით უყვართ. 



სკოლის მოსწავლეები ფილმებითა და სერიალებითაც არიან გატაცებულნი. მათ შეუძლიათ ბოლო ზარის პერანგები საყვარელ ფილმებთან დაკავშირებული ელემენტებით გააფორმონ. მაგალითად, „ბეჭდების მბრძანებლის“ მეხოტბეებისთვის არჩევანი საკმაოდ დიდია. არაგორნის, ფროდო ბეგინსის, გენდალფის, ლეგოლასის თუ სხვა პერსონაჟების გამოსახულებები ტრილოგიის მოყვარულთათვის ბოლო ზარის დღეს კიდევ უფრო გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს გახდის.



ყურადღების მიღმა არც „ჰარი პოტერის“ გულშემატკივრები, ე.წ „პოტერომანები“ არ უნდა დაგვრჩეს. ჯოან როულინგის მიერ შექმნილმა ჯადოსნურმა სამყარომ უამრავი მოზარდი მოხიბლა და დაატყვევა. მიუხედავად იმისა, რომ რეალური სამყაროს სკოლას არაფერი აქვს საერთო ჰოგვორსტის ჯადოქრობის სკოლასთან, მეთორმეტეკლასელ „პოტერომანებს“ მაინც შეუძლიათ თავიანთი პერანგები უსაზღვრო ფანტაზიით შექმნილი მაგიური განზომილების ნაწილად აქციონ. მათ ვურჩევთ, მაისურზე დაიტანონ საყვარელი პერსონაჟის გამოსახულებები ან მათთან დაკავშირებული ცნობილი სიმბოლიკები, მაგალითად: ჰარის საკულტო სათვალე, ფილოსოფიური ქვა, ცოცხი, გრიფინდორ კრესტი, მარადერის რუკა, ჯადოსნური კვერთხი და ა.შ



ახალგაზრდებში პოპულარობით სარგებლობს სიტკომი „მეგობრები“. ეს არის კომედიური ჟანრის შოუ ამერიკული სამეგობროს იდეალურ მოდელზე, რომლის სიუჟეტითაც არაერთი მოზარდია აღტაცებული. „მეგობრების“ მოყვარულებს ვურჩევთ, ბოლო ზარის თეთრი პერანგი სერიალის პერსონაჟების: როსის, ჩენდლერის, რეიჩელის, ფიბის ჯოუის და მონიკას გამოსახულებებით გაალამაზონ. 



მოსწავლეების საყვარელ სერიალებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ცნობილი ესპანური დრამა „ქაღალდის სახლი“. სერიალს ერთგული გულშემატკივრები მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც მრავლად ჰყავს. სიუჟეტი ესპანეთის მონეტების სამეფო სახლის გარშემო ვითარდება, რომლის ძარცვაც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. პროფესორი, ნაირობი, ტოკიო, რიო, დენვერი, ბერლინი, მოსკოვი, ჰელსინკი, ოსლო - მოსწავლეებს შეუძლიათ ბოლო ზარის პერანგის გასაფორმებლად მათვის საყვარელი პერსონაჟი ამოირჩიონ. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებში პოპულარობით სარგებლობს „ქაღალდის სახლთან“ დაკავშირებული სიმბოლიკებიც, მაგალითად, სალვადორ დალის კარიკატურის გამომხატველი ნიღაბი, რომელსაც პერსონაჟები ბანკის ძარცვის დროს იყენებენ.





და ბოლოს, გვერდს ვერც კორონავირუსის პანდემიას ავუვლით. მოსწავლეთა ნაწილმა ბოლო ზარის პერანგებზე, შესაძლოა, კორონავირუსის პირობებში ცხოვრება ასახოს. ეს შეიძლება იყოს დისტანციური სწავლების, კარანტინის და სოციალური დისტანციის გამომხატველი სიმბოლიკები დაწყებული Zoom-ის აპლიკაციიდან, დამთავრებული პირბადემდე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მოსწავლეებმა შეაჯამეს ორწლიანი წარმატებები, გაიხსენეს საინტერესო გაკვეთილები, პროექტები თუ გასვლითი აქტივობები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება