TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გადაიდო თუ არა მასწავლებელთა გამოცდები - „​ნაეკის“​ განმარტება პედაგოგებს
13-05-2021
-
+


მიმდინარე წლის ზაფხულში, პრაქტიკოსების, სპეცმასწავლებლების, მაძიებლებისა და პროფესიაში შესვლის მსურველთა გამოცდებია დაგეგმილი და მზადებაც აქტიურად მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე ასე იყო, თუმცა Etaloni.ge-სთან უკვე რამდენიმე მასწავლებელმა აღნიშნა, რომ პედაგოგიურ საზოგადოებაში ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია გამოცდების გადადების შესახებ.

ეს ვერსია ლოგიკასმოკლებული სულაც არ უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში ეპიდვითარება დამძიმებულია, ყოველდღიურად ინფიცირებისა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება; სპეციალისტები კი მესამე ტალღასა თუ პიკზე გამუდმებით აპილერებენ...

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Etaloni.ge-მ გადაწყვიტა საკითხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან გადაემოწმებინა და გაერკვია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს,  გამოცდების გადადების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

„ნაეკში“ კი გვიპასუხეს, რომ:

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს მზადებას გამოცდების ორგანიზებისთვის, როგორც აბიტურიენტებისთვის, მაგისტრობისა და გრანტის გაუმჯობესების მსურველებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება ან მასწავლებლის მსურველთა გამოცდაზე გასვლა. გამოცდების დეტალური განრიგი გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. ისევე, როგორც წინა წელს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება