TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოქროსა და ვერცხლის 8 735 მედალზე ტენდერი გამოცხადდა - უწყება ბოლო წლების წარჩინებულ მოსწავლეებს ერთდროულად აჯილდოებს
27-04-2021
-
+


საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ოქროსა და ვერცხლის მედლებისა და ჩასადები ყუთების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.  როგორც ირკვევა, განათლების სამინისტრო ბოლო წლების კურსდამთავრებულებს ერთდროულად დააჯილდოებს. 

ტენდერი 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს (მოოქროვილი) და ვერცხლის (მოვერცხლილი) მედლებისა და მედლის ჩასადები ყუთებისთვის გამოცხადდა.

დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობა 8 735-ია. მათ შორის: 6 622 ცალი ოქროს და 2 113 ვერცხლის მედალია. თავის მხრივ ჩასადები ყუთების რაოდენობაა იგივე, რაც მედლების საერთო ოდენობა.

ტენდერის პირობებში აღნიშნულია, რომ დასამზადებელი მედლების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.

მედლების შესყიდვის სავარაუდო თანხა 275 650 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, წინადადების წარდგენის ბოლო ვადა 6 მაისია, ხოლო კომპანიამ, რომელიც ხელშეკრულებას გააფორმებს მედლების მიწოდება 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

შესაძენი მედლების რაოდენობა, წლების მიხედვით ასეთია: 

2019-2020 სასწავლო წელს წარჩინებით კურსდამთავრებულებისთვის 3 375  ოქროსა და 1 089 ვერცხლის მედალი;

2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის 3 245 ოქროსა და 1 023  ვერცხლის მედალი; 

2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი.

იხილეთ, როგორ გამოიყურება ოქროსა და ვერცხლის მედლები სხვადასხვა სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის:

მედალი 2018
მედალი 2019
მედალი 2020


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება