სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

​ „ონლაინ სწავლებამ ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით ცხოვრება გვასწავლა„ - ნონა ივანიძე, ღრელის საჯარო სკოლის დირექტორი
13-04-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის დირექტორის - ნონა ივანიძის ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .

- პანდემიამ კიდევ უფრო მძაფრად დაგვანახა, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და ერთმანეთს, დავაფასოთ თითოეული წუთი, წამი და სიცოცხლე, რომელიც ჩვენთვის უფალს მოუნიჭებია, დაგვანახა ის, თუ რაოდენ ძვირფასი ყოფილა ადამიანური ურთიერთობები, პირისპირ შეხვედრები და თბილი, მეგობრული კავშირები... დავესესხები დიდ ვაჟას: „გვიყვარდეს, ხალხნო, ერთმანეთი...“

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით ცხოვრება.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- როგორც ცხოვრების შემოტრიალების და ახალი გამოწვევების წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- შრომისმოყვარეობა და საკუთარი საქმისადმი დიდი სიყვარული.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- ყველა სიახლეს უჩვეულო სისწრაფითა და ალღოთი რომ უდგებიან.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- მეტი ნდობა, თანადგომა და სიყვარული გამოხატონ საკუთარი შვილების მიმართ. ფრაზები „ვერ გავაკეთებ“, „ვერ შევძლებ“ ამოაღებინონ ლექსიკიდან, მეტი მოტივაცია მისცენ შვილებს „თქვენ ყველაფერს შეძლებთ“.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- იმაზე, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ამიტომ, რაც შეიძლება, მეტი მოვასწროთ, კარიერაშიც, ადამიანურ ურთიერთობებშიც, ოჯახშიც და ქვეყნის წინსვლაშიც...


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება