TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ერთი კლასის 9 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულები არიან პედაგოგებიც - სკოლები და საბავშვო ბაღები აჭარაში დაიხურა
12-04-2021
-
+


კორონავირუსის ფაქტების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ბათუმის მე-2, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  მე-5 და მე-6 საჯარო სკოლები. ორი კვირით დაიხურა ქობულეთის მე-6 საბავშვო ბაღიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში ერთი კლასის 9 მოსწავლეს დაუდასტურდა.

ამასთან, როგორც ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე ამბობს, სკოლებში კოვიდი მასწავლებელს და მოსწავლეებს დაუფიქსირდათ, რის გამოც სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი, ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ სკოლაში კოვიდი ერთ მასწავლებელს და მოსწავლეს დაუფიქსირდა. პედაგოგი ბათუმის კოვიდ მიმღებ კლინიკაში მკურნალობს, მოსწავლე მკურნალობის კურსს სახლში გადის.

რაც შეეხება, მე-6 საჯარო სკოლას. აქ კორონავირუსი მე-5 კლასის ერთ მოსწავლეს დაუდგინდა. როგორც სკოლის დირექტორი ნანა შამილიშვილი ამბობს, გასულ დღეებში კოვიდი სკოლის 2 პედაგოგსაც დაუდასტურდა.

რაც შეეხება ქობულეთის მე-6 საბავშვო ბაღს - კორონავირუსი 3 აღმზრდელს და ბაღის ხელმძღვანელს დაუდგინდა. ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ ერთ-ერთი აღსაზრდელია. შემთხვევების გამო ბაღი 2 კვირით დაიკეტა.

მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გამო ჯამში სულ 8-საჯარო სკოლაა დაკეტილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება