სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აუცრელ ბავშვებს საბავშვო ბაღში არ იღებენ, მშობელს კი შესაძლოა, ჯარიმა დაეკისროს - ბავშვების აცრა ჩეხეთში 9 დაავადებაზეა სავალდებულო
08-04-2021
-
+


სავალდებულო ვაქცინაციაზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს მის ისტორიაში პირველი გადაწყვეტილებაა.

ინფორმაციას ავრცელებს ქეთი აბაშიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი. 

მისი ცნობით, სასამართლოს დიდმა პალატამ (16 ხმით ერთის წინააღმდეგ) თქვა, რომ ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაცია არ არღვევს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით.

სასამართლომ მიუთითა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა, თუმცა ჩეხეთს აქვს ლეგიტიმური მიზანი და შეფასების ფართო ზღვარი. სავალდებულო ვაქცინაცია ბავშვისვე საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. იცავს მათი და სხვების ჯანმრთელობასა და უფლებებს.

ჩეხეთში ბავშვების აცრა სავალდებულოა 9 დაავადებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშობლებს, შესაძლოა, დაეკისროთ ჯარიმა. აუცრელ ბავშვებს არ იღებენ საბავშვო ბაღში.

აუცრელი ბავშვის ბაღში არ-მიღება და/ან მშობლის დაჯარიმება კი პროპორციულ ღონისძიებებად იქნა მიჩნეული, რომლებიც „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს

მასპინძელი ბავშვებს მარტივი, მათთვის გასაგები ენით ესაუბრებოდა მხატვრებისა და მათი ნამუშევრების შესახებ
 
ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გამორჩეულად გამოეხმაურა სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი
მე-2 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად საზეიმო ღონისძიება გამართეს
 
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება