სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ - ხაშურის N7 სკოლის მოსწავლეები საინფორმაციო - სასწავლო კურსის I შეხვედრას დაესწრნენ
24-03-2021
-
+


„არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ - ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინფორმაციო - სასწავლო კურსის I შეხვედრას დაესწრნენ.

პროგრამა მე-10, მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„საჯარო სკოლების მოსწავლეები ისეთ საკითხებს შეისწავლიან, როგორიცაა: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესში; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის როლი არჩევნების ორგანიზებისა და მართვის პროცესში (მათ შორის, ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული თანამედროვე საარჩევნო სერვისები); ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა დემოკრატიულ არჩევნებში; არჩევნებში ჩართული მხარეების უფლებრივი მდგომარეობა საარჩევნო პროცესში და მათი საქმიანობის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველსაყოფად; პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები; ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემა და დათვლა (საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს გამოცდილების გაზიარება).

პროგრამა პრაქტიკული სწავლების ფორმატში ითვალისწინებს დებატების მოწყობას. ასევე ახალგაზრდებისთვის დებატების კულტურის განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად და ხმის მიცემის იმიტირებული პროცესის ჩატარებას მოსწავლეების მონაწილეობით.

პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლობით.

პროექტს ხელმძღვანელობს და შეხვედრებს წარმართავს, ხაშურის N35 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯომარე, ბატონი იმედო ლაცაბიძე“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება