სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლებს ყოველთვიურად დამატებითი ანაზღაურება გამოეყოფა - ბრძანება ძალაშია
19-01-2021
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, სკოლებისთვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი დამტკიცდა.

დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზეზია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების გაცემა.

ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლებს ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება:

ა) თითოეულ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;

ბ) თითოეულ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;

გ) თითოეულ მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;

დ) თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე;

ე) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეულ მასწავლებელზე;

ვ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეულ მასწავლებელზე;

ზ) თითოეულ უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;

თ) თითოეულ წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისათვის გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა  შესაბამისი თვის (გარდა სექტემბრის თვისა) 10 რიცხვის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას ორ დანართად:

ა) დანართი №1:

ა.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;

ა.გ) საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, სქესი და მინიშნება, ჩართულია თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, შესაბამისი საათობრივი დატვირთვის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.

ბ) დანართი №2:

ბ.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;

ბ.გ) საჯარო სკოლის თითოეული სპეციალური მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, სქესი და მინიშნება, ჩართულია თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა, რომელთაც ასწავლის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება