TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა პრობლემები შექმნა სკოლებში ელექტრონული შტამპის ვადის გასვლამ - რა უნდა იცოდნენ დირექტორებმა?
13-01-2021
-
+


2020 წლის ბოლო საჯარო სკოლის დირექტორთა უმეტესობას დამატებითი პრობლემები შეექმნათ, რომელიც ელექტრონული შტამპის ვადის გასვლამ გამოიწვია. მოსაწესრიგებელი დოკუმენტები, გასაფორმებელი ხელშეკრულებები და ვალდებულების სრულფასოვნად შესრულება მათთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ვინაიდან ელექტრონული შტამპის გარეშე მათ სკოლის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი იურიდიული შესყიდვის გაკეთება არ შეუძლიათ.

აღნიშნული პრობლემა დღემდე აწუხებს საჯარო სკოლის დირექტორების უმეტესობას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ელექტრონული შტამპის შესახებ: ვის უნდა მიმართოთ შტამპის გასაახლებლად, რა ღირს ახალი შტამპი და რა ვადაში გაიცემა.

სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტო კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს გასცემს 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადით. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ სააგენტოს მიერ გაცემულ სუბიექტის მოწყობილობაზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მისაღებად?

კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მიღების მიზნით სააგენტოს წარედგინება:

  • უფლებამოსილი პირის განცხადება.
  • განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დანართი. (გენერირდება სააგენტოს ვებ. გვერდზე sda.gov.ge)

სად და როგორ შევავსოთ დანართი?

  • დანართი განმცხადებლის მიერ ივსება სააგენტოს ვებგვერდზე sda.gov.ge
  • დანართის შექმნისთანავე ენიჭება უნიკალური იდენტიფიკატორი.
  • დანართის შექმნის შემდეგ მისი შინაარსის შეცვლა დაუშვებელია.
  • დანართის წარდგენა სააგენტოში შესაძლებელია მისი შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში.

რა ვადაში განიხილავს სააგენტო წარმოდგენილ განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას?

გადაწყვეტილება კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე გაცემის შესახებ მიიღება განცხადების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.

რა ღირს სააგენტოს მიერ გაცემულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა?

კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე გაცემის საფასურია 250 ლარი.

სად უნდა მოხდეს მომსახურების საფასურის გადახდა?

მომსახურების საფასური გადაირიცხება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შემდეგ ანგარიშზე:

  • ანგარიშის რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, TRESGE22
  • სახაზინო კოდი: 707437335
  • ს.კ. 202 307 404

გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს მომსახურების ტიპი - რომელი მომსახურებისათვის ხდება გადახდა ასევე პორტალზე შექმნილი დანართის ნომერი და კოდი, რომელიც გამოყოფილი იქნება წერტილით. (მაგ: 0718000001.37-AAA7A)

მომსახურების საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია სპეციალური ავტორიზებული საგადასახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება