სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ 2020 წელს თქვენთან ერთად აჯამებს
30-12-2020
-
+



2020 წელიც მიილია - გამოწვევებითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე წელი. ჩვენ და თქვენ, ამ უჩვეულო წელმა ბევრი რამ გვასწავლა და დამდეგსაც ერთიორად მონდომებულებს გვაგებებს.

30 ათასზე მეტი სტატია, 15 მილიონი მკითხველი, 1700-ზე მეტი საჯარო და ათეულობით კერძო თანამოაზრე სკოლა - ასეთია Etaloni.ge-ს დიდი ოჯახის განვლილი წელი ციფრებში, თუმცა ამის მიღმა იყო ბევრი ექსკლუზივი, მიმდინარე სიახლეების ოპერატიულად გაშუქება და რაც მთავარია საგანმანათლებლო სფეროს წარმოჩენა და მოტივაცია. 

2020 წელი ჩვენი ჯგუფისთვისაც დიდი სიახლეების და გამოწვევების წელი გამოდგა. რთულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაშიც კი ჩვენმა გუნდმა სასწავლო პროცესის განახლების კვალდაკვალ განათლების სამინისტროს ტრადიციული მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით მოახერხა საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებით „ეტალონის“ ღონისძიებების გამართვა და არაერთ მუნიციპალიტეტში პირველი ეტაპის ტესტირებების ჩატარება.  წელს პირველად, ინტელექტ-ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება დისტანციურ ფორმატში წარმატებით ჩავატარეთ: გავაერთიანეთ სამი კომპონენტი ვიდეო პლატფორმა, ონლაინ-ტესტირება და live რეჟიმი. ვეცადეთ, გამოწვევებისთვის ღირსეულად გვეპასუხა და რა თქმა უნდა, ეს თქვენი მხარდაჭერით შევძელით.

2020 წელს კიდევ უფრო თვალნათელი გახდა izrune.ge-ს გარდაუვალი აუცილებლობა. ონლაინ–ტესტირების მაღალტექნოლოგიური პორტალი, სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, ონლაინ–სწავლების ორ დიდ ძირითად პრობლემას წყვეტს: ესაა მოსწავლეთა მოტივაცია და შეფასებები განვითარებისთვის. 2020 წელსაც izrune.ge-ს მიზანი უცვლელია: ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

მკითხველი არაერთ ექსკლუზიურ მასალას, სწორედ etaloni.ge-ზე გაეცნო. ჩვენ ხშირად ვუსწრებთ მოვლენებს და თქვენთან აქტიური უკუკავშირის და კომუნიკაციის შედეგად მუდმივად ვეძებთ პასუხებს თქვენთვის აქტუალურ კითხვებზე. 

2020 წელს სწორედ ჩვენგან გაიგო სასკოლო საზოგადოებამ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდა ზაფხულის ნაცვლად, შემოდგომით ჩატარდებოდა, ასევე, ჩვენგან შეიტყვეთ, რომ ეს გამოცდა მეორედაც, შემოდგომაზეც გაუქმდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო.

Etaloni.ge იყო პირველი, რომელმაც ამცნო სკოლებს, რომ პირველი სემესტრი დისტანციურ ფორმატში დაიხურებოდა. შესაბამისი ბრძანება, ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ, რაც ოფიციალურად, სულ ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. 

საბავშო ბაღებისთვის შემუშავებული რეკომენდაციებიც ჩვენგან გაცხადდა, რაც შემდეგში თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმაც დაადასტურა.

გარდა განათლების თემებისა, სწორედ ჩვენგან მიიღეს მოქალაქეებმა 200-ლარიანი დახმარების დეტალური ინსტრუქცია.

ასეთი ფაქტების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, ჩვენმა ერთგულმა მკითხველებმა იცით, რომ ჩვენგან იგებდა საზოგადოება სიახლეებს მასწავლებელთა სქემაში, პანდემიით დანერგილ დისტანციურ ფორმატსა და სკოლაში დაბრუნების თარიღებისა თუ წესების შესახებ. საგანმანათლებლო არაერთ აქტუალურ თემას, სწორედ ჩვენთან გამოქვეყნების შემდეგ მოჰყვა რეაგირება და საჭირბოროტო საკითხი, სასიკეთოდ გადაწყდა. 

სამწუხაროდ, სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, კორონავირუსის სკოლაში დაფიქსირებისა და ფატალურად დასრულებული შემთხვევების შესახებაც მოგვიწია წერა, თუმცა ვიმედოვნებთ, პანდემია წარსულს მალე ჩაბარდება და მსგავსი  უსიამოვნო ცნობები აღარ გვექნება თქვენთვის.

ტრადიციულად, წელსაც ვპასუხობდით თქვენს კითხვებს, გაცნობდით მნიშვნელოვან სიახლეებს, გთავაზობდით რჩევებს და ვცდილობდით, მიმდინარე ამბების გარდა, საგანმანათლებლო საკითხები, სხვა ჭრილშიც დაგვენახებინა. ჩვენ კვლავ ვრჩებით ობიექტურობისა და ოპერატიულობის სადარაჯოზე. მომავალშიც გპირდებით ერთგულებას, ვიმედოვნებთ, თქვენც ჩვენ თანამოაზრეებად  რჩებით.  ჩვენ, თქვენთან ერთად, ვზრუნავთ მომავალი თაობების ეფექტურ განათლებასა და პროგრესზე, ვიბრძვით ახალგაზრდების წიგნიერებისთვის! ერთად ვემსახურებით მათ ინტერესებს და ამ დიდ საქმეში დადებული ერთი აგურიც კი გვაძლევს სიამაყის საფუძველს!

„ეტალონი“ ერთი დიდი ოჯახია, რომელიც მუდამ მამულიშვილური სულისკვეთების და ეფექტური განათლების სადარაჯოზეა. ჩვენ ვიცით გუნდურობის ფასი და ვაფასებთ თითოეული ჩვენი თანამოაზრე სკოლის უკლებლივ ყველა წარმომადგენელს!

სკოლების პოპულარიზაცია, ინფორმაციის სწორად გადმოცემის უნარი, ობიექტურობა, ოპერატიულობა, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა... ასე ახასიათებენ Etaloni.ge-ს ჩვენი რესპონდენტები და ფაქტია - ამ ყველაფერს ვერ შევძლებდით ჩვენი ერთგული მკითხველის მხარდაჭერისა და ჩვენი ერთგული თანამოაზრეების გარეშე! წინ კიდევ ბევრი სასიკეთო სიახლეებისკენ!

მადლობა ერთგულებისთვის!

ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ჩვენ „ეტალონი“ ვართ!


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ზოგადი განათლების კანონში ცვლილება შევიდა - ვის ეხება ბრძანება

გოგოს ყველაზე პოპულარული სახელი წელს ნიცა, ბიჭის კი ალექსანდრე იყო  - პოპულარაული სახელების ხუთეული

„განათლებული თაობა ქმნის მომავალს!“ - IZRUNE.GE 2025 წელს აჯამებს

ეხებათ თუ არა 5-6 იანვრის უქმეები მასწავლებლებს? - კითხვას სამინისტრო პასუხობს

გაითიშება თუ არა ელექტრონული ჟურნალი უქმე დღეებში და რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

გოგოს ყველაზე პოპულარული სახელი წელს ნიცა, ბიჭის კი ალექსანდრე იყო  - პოპულარაული სახელების ხუთეული

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

სიახლეები
საზოგადოება