| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით შესაძლოა, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალოს, მათ შორის მსუბუქი ავტომანქანებისა და ტაქსების. როგორც etaloni.ge-ს ტაქსების კომპანიების მძღოლებმა განუცხადეს, მათ ამის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღეს, აკრძალვების გამკაცრება ახალი წლის დღეებში მობილობის შემცირებას უკავშირდება.
თუმცა მძღოლებისთვის მიცემული გაფრთხილება ჯერ მხოლოდ კულუარულია და ახალი შეზღუდვის შესახებ საჯაროდ არ გაცხადებულა, თუმცა არც ისაა გამორიცხული მძღოლებისთვისთვის მიწოდებული სიახლე, შეიცვალოს და ეპიდემიოლოგებთან ერთად, მთავრობამ ახალი გადაწყვეტილება მიიღოს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები უკვე გამოცხადდა. უფრო ზუსტად კი ამ პერიოდში არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები, ასევე იმოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რომელიც დღესაა ქვეყანაში, დაკეტილი იქნება სავაჭრო ცენტრები, არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იმოქმედებს კომენდანტის საათი.
24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, 24-დან მართლაც მოიხსნება შეზღუდვები თუ არა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ წინასაახალწლოდ შეზღუდვების მოხსნა სარისკო გადაწყვეტილებაა.
საბოლოოდ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო, გამკაცრდება თუ შემსუბუქდება დაწესებული შეზღუდვები, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე