| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დირექტორების ნაწილისთვის მოვალეობის უფლების შესრულების შესაძლებლობის შეზღუდვა საეჭვო და უსამართლოა. განათლების სამინისტროს მსგავსი მიდგომა ნეპოტიზმის არსებობის ეჭვს აჩენს - აღნიშნავს განათლების კოალიცია.
ორგანიზაცია ზოგადი განათლების სისტემაში სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადის გასვლისა და მათი ნაწილის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ მიდგომები უნდა შეცვალოს.
„მიგვაჩნია რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების შერჩევითად დანიშვნა მოხდა სამართლიანობისა და არადისკრიმინაციული პრინციპების დარღვევით.
ჩვენთვის ისევე, როგორც მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთვის, გაუგებარია რატომ შეეზღუდათ შესაძლებლობა სკოლის დირექტორების ნაწილს გაეგრძელებინათ საქმიანობა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე ყველანაირი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე. ასეთი მიდგომა აჩენს ეჭვს პროცესში პოლიტიკური და ნეპოტისტური გავლენების არსებობის თაობაზე.
ვთვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები არის საეჭვო და უსამართლო, რაც ზიანს აყენებს დემოკრატიული სასკოლო კულტურის დამკვიდრებას. ასეთი პრეცენდენტების დაშვება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, როდესაც აუცილებელია სკოლის ლიდერების მხარდაჭერა და არა დაუსაბუთებელი მოქმედებების განხორციელება.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოახდინოს არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, მართებულად მიგვაჩნია სკოლის ყველა ყოფილი დირექტორი დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად სკოლის დირექტორის არჩევის პროცესის აღდგენამდე“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს