სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ინტელექტ-ჩემპიონატის 2020 წლის დასკვნითი ღონისძიება დისტანციურად გაიმართება
15-12-2020
-
+


2020 წლის შემოდგომაზე ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპის ღონისძიებები საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართა. 

თითოულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდნენ „ეტალონი მოსწავლეები“, ხოლო ღონისძიების მონაწილეები თავის მხრივ  მუნიციპალიტეტების სკოლებში ჩატარებული პირველი ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

ტრადიციული, დასკვნითი ღონისძიება კი ამჯერად, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურ რეჟიმში, 17 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან, ხოლო ცოდნის წარმოჩენას სპეციალურად მათთვის შექმნილ ონლაინ პორტალზე შეძლებენ.

2020 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიების მონაწილეები არიან:
 
თელავი - ლუკა გვარამაძე - თელავის N7 საჯარო სკოლა

ახმეტა - ხატია არაბული - ახმეტის N2 საჯარო სკოლა

გურჯაანი - ელენე არსენაშვილი - არაშენდის საჯარო სკოლა

საგარეჯო - სალომე კევლიშვილი - გიორგიწმინდის საჯარო სკოლა

ხარაგაული - გიორგი ლელაძე - ხიდრის საჯარო სკოლა

➛ თერჯოლა - გიორგი ჯუღელი - თერჯოლის N2 საჯარო სკოლა

➛ საჩხერე - იოანე ალავიძე - სავანის საჯარო სკოლა

➛ ხონი - ლუკა სულაბერიძე - ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია

➛ ჩოხატაური - მირანდა ჯინჭარაძე - ნაბეღლავის საჯარო სკოლა

➛ ლანჩხუთი - მაგდა ცინცაძე - აკეთის საჯარო სკოლა

➛ თეთრიწყარო - ჟანა გოგიაშვილი - ასურეთის საჯარო სკოლა

➛ ახალციხე - ქრისტინე ზედგენიძე - ახალციხის N2 საჯარო სკოლა

➛ ბორჯომი - მარიამ გელაშვილი - ყვიბისის საჯარო სკოლა

➛ ასპინძა - ფიქრია ბლიაძე - ასპინძის საჯარო სკოლა

➛ ახალქალაქი - ელენა პეტროსიანი - ახალქალაქის N3 საჯარო სკოლა

➛ აბაშა - მარიამ ნადარეიშვილი - სამიქაოს საჯარო სკოლა

➛ მესტია - თამარ ჯაფარიძე - მესტიის N1 საჯარო სკოლა

➛ მარტვილი - მარიამ ხუხუა - ლედგებეს საჯარო სკოლა

➛ წალენჯიხა - გუგა კვირკვია - საჩინოს N1 საჯარო სკოლა

➛ ქარელი - ნიკა გელდიაშვილი - რუისის N1 საჯარო სკოლა


გამარჯვებულ სამეულს გადაეცემა დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი.

კონკურსს LIVE რეჟიმში შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ „ეტალონის“ Facebook გვერდსა და Etaloni.ge-ზე.


ასევე იხილეთ:

„ეტალონმა“ მოსწავლეები სტრესული გარემოდან გამოიყვანა“ - საჩხერის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ზეიმია „ეტალონის“ ჩატარება“ - აბაშის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ძალიან ბედნიერი ვიყავი შედეგები რომ გამოაცხადეს და ცრემლებიც ვერ შევიკავე“ - ჩოხატაურის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ყველა წარმატება, რომელსაც მოსწავლეები პროექტში აღწევენ მოტივატორი ხდება სხვებისთვისაც“ - გურჯაანის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ვფიქრობ, ჩემი შრომა ნამდვილად დაფასდა და ეს ძალიან სასიხარულოა“ - ასპინძის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

მოსწავლეებს იმდენად სურდათ „ეტალონში“ ჩართულიყვნენ, რომ მაქსიმალურად დავუდექით გვერდით - წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის ტიტული მერვეკლასელმა მოიპოვა

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დაუვიწყარი დღე შედგა“ - ახმეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ეტალონმა“ ამ უჩვეულო პერიოდშიც შეძლო საგანმანათლებლო საზოგადოების გაერთიანება - ახალციხის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

გამამხნევებელი ემოციური ზარი მერისგან და მცირეკონტიგენტიანი სკოლის განსაკუთრებული წარმატება - ლანჩხუთში „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ყოველწლიურად მოსწავლეთა პროექტში ჩართვის მოტივაცია ძალიან მზარდია“ - ქარელის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ისეთი ბედნიერი, როგორიც გუშინ ვიყავი არასდროს ვყოფილვარ“ -  ხარაგაულის  „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„არასდროს ვნებდებოდი და წელს პირველი ადგილიც ავიღე“ - საგარეჯოს „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ჩვენ ყველამ, „ეტალონთან“ ერთად ვიზრუნეთ თითოეული მონაწილის უსაფრთხოებაზე“ - თელავის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ეტალონი“ ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომელიც ბავშვებს სტიმულს აძლევს, ჰქონდეთ მიზანი და იბრძოლონ ამ მიზნის მისაღწევად“

„ეტალონი“ ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ საქართველოს ბედნიერი მომავლი აქვს და ღირსეული თაობები გვეზრდება“

„ვერც კი წარმოიდგენთ „ეტალონის“ საშუალებით, იმდენი რამ შევიტყვე საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესახებ“

„რთულია, მოიფიქრო „ეტალონზე“ უკეთესი პროექტი“

„წლებია სკოლის დირექტორი ვარ და ასეთი ობიექტური კონკურსი, როგორიც „ეტალონია“, ჯერ არ მინახავს“

„ეტალონი“ ყოველთვის ახერხებს, იყოს საუკეთესო!“

„მოხარულები ვართ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი პირველი რომ შეეგება „ეტალონს“

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

izrune.ge-მ პროექტის ვარკვლავები დააჯილდოვა - „ეს ღონისძიება მხოლოდ ცოდნის კი არა, დიდი მეგობრობის დღესასწაულია...“

შეიცვალა საგამოცდო ცენტრები თბილისში, ბათუმში, ოზურგეთში - მემანიშვილი დეტალებზე

მოსწავლემ დაკავებულს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა

სამაგისტრო და სამაგისტრო გამოცდების თარიღი ცნობილია 

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, წიგნის შექმნის პროცესი მათთვის სახალისო აღმოჩნდა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება