სიახლეები
ეტალონი

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დაუვიწყარი დღე შედგა“ - ახმეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
03-11-2020
-
+


2020 წლის „ახმეტის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტური მონაწილე მოსწავლეებისთვის ემოციური გამოდგა. ღონისძიებაში ახმეტის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახეს და მეორე ტურშიც გამორჩეულად მაღალი შედეგები აჩვენეს.

მოსწავლეებისთვის გამორჩეული დღე ახმეტის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გამარჯვებული სკოლების დირექტორებმა და მოსწავლეებმა შეაფასეს და საკუთარი ემოციებიც გაგვიზიარეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ნადიბაიძე აღნიშნავს, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებს უქმნის მოტივაციას უფრო მეტი ისწავლონ და აიმაღლონ საკუთარი თავის რწმენა:


„ეტალონი“ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ეს კარგად გამოჩნდა იმ აქტივობის ფონზეც, რომელიც წელს გვქონდა. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ წელს მოსწავლეებს მაქსიმალური ჩართულობა ჰქონდათ. მეორე ტურში საკმაოდ მაღალი შედეგებიც აჩვენეს, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის.

ბავშვები ამ ღონისძიებაში მონაწილეობით ხედავენ და აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს. მათთან ერთად ამას მშობლებიც ხედავენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მგონია, რომ „ეტალონი“ არის ის, რაც მომავალ თაობას სჭირდება, იმისთვის რომ მეტი მზაობა ჰქონდეთ განათლების მიღების და მეტად მოტივირებულები იყვნენ. პანდემიის მიუხედავად ძალიან დიდი აქტივობა იყო და ეს იმის მაჩვენებელია, რომ „ეტალონი“ არის ის გზა და საშუალება, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები მოტივაციას იმაღლებენ და თავიანთ თავის რწმენას იძენენ.“

ოჟიოს საჯარო სკოლის დირექტორი ჟანა ახალკაციშვილის თქმით, წლევანდელი „ეტალონი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:

„ის, რომ მასპინძელი სკოლა ვიყავით და ჩვენთან ტარდებოდა ახმეტის „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის ღონისძიება, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ღონისძიების დაწყებამდეც დიდი ემოციებით ვიყავით დატვირთული. საბოლოო შედეგების გამოცხადება კი ნამდვილად მოულოდნელი და სასიხარულო იყო. არ ველოდი, რომ ჩემი მოსწავლეები მეორე და მესამე ადგილს დაიკავებდნენ.

მადლობა, რომ არსებობთ და მოსწავლეებს ამხელა სიხარულს ანიჭებთ. იმის საშუალებას აძლევთ, რომ მთელმა საქართველომ გაიცნოს ასეთი წარმატებული მოსწავლეები. მინდა გითხრათ, რომ დღეს ნამდვილად განსხვავებული და უფრო ამაღლებული განწყობით იყვნენ სკოლაში მოსული ეს ბავშვები.“

ახმეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ხატია არაბულმა დაიმსახურა, რომელიც მიღწეული წარმატებით კმაყოფილი და ბედნიერია. როგორც ხატია გვეუბნება:

„საერთოდ არ წარმომედგინა, რომ გავიმარჯვებდი. მიუხედავად იმისა, რომ ვემზადებოდი და ბევრი რამ გადავიკითხე, როცა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს პირველ ადგილზე, მაშინაც კი ვერ დავიჯერე, რომ ნამდვილად მე ვიყავი გამარჯვებული. ეს ნამდვილად მოულოდნელი და ძალინ სასიხარულო იყო. 

„ეტალონში“ მონაწილეობა ადრეც მიმიღია, თუმცა ასეთი გამარჯვება არასდროს მომიპოვებია. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ ამ წარმატებით.“

ხატია არაბულის შედეგით სასიამოვნოდ გაოცებულია ახმეტის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე პატარკაცაშვილი:

„ეტალონში“ დიდი ხანია ჩართულები ვართ. წინა წლებშიც გვყავდა „ეტალონის მოსწავლე“ და ვიტყვი რომ ჩვენი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. რაც მახარებს ის არის, რომ ყოველწლიურად მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობის უფრო მეტი ინტერესი აქვთ.

რაც შეეხება ხატიას, გეტყვით რომ ძალიან მშვიდი წყნარი მოსწავლეა, შედეგი ნამდვილად საუკეთესო აჩვენა და ძალიან კმაყოფილი ვარ მისით.“

ახმეტის „ეტალონის“ ღონისძიებაში მეორე ადგილი ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ჩაველაშვილმა დაიკავა:

„სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი ამ შედეგს. მესამე წელია „ეტალონში“ ვმონაწილეობ და როცა ვფიქრობდი, რომ გარკვეული შედეგისთვის უნდა მიმეღწია მაშინ ვერ ვაღწევდი, ამიტომ დიდი მოლოდინი არ მქონდა წელს და ნამდვილად არ ველოდი ასეთ სასიხარულო შედეგს. ძალიან გახარებული ვარ და ბედნიერი რომ ასეთ დაუვიწყარი დღე შედგა ჩემს ისტორიაში.“

ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლემ ირინა თათულაშვილმა დაიკავა მესამე ადგილი, რომლისთვისაც მიღებული შედეგი სიურპრიზი აღმოჩნდა:

„ძალიან გამიხარდა, როცა მესამე ადგილზე გამომაცხადეს. „ეტალონში“ უკვე მესამედ მივიღე წელს მონაწილეობა და უნდა ითქვას, რომ ეს საუკეთესო შედეგია რომელიც აქამდე მიმიღია. ვფიქრობ, მონაწილეობას მომავალ წელსაც მივიღებ და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტს მივაღწევ.“

დაათვალიერეთ ღონისძიების ფოტოები

იხილეთ ასევე:

გთავაზობთ ახმეტის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

„აქტივობაც მაღალი იყო და პროცესიც ძალიან სასიამოვნო“ - ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლებში „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა

„ეტალონი“ ახმეტას ეწვევა - იხილეთ მონაწილეთა სია

ახმეტის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“
 
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება