სიახლეები
ეტალონი

„ჩვენ ყველამ, „ეტალონთან“ ერთად ვიზრუნეთ თითოეული მონაწილის უსაფრთხოებაზე“ - თელავის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
24-10-2020
-
+


თელავში ჩატარებული საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპის ღონისძიებამ ისე ჩაიარა, როგორც ღირსეულ სტუმრებს და ასევე ღირსეულ მასპინძლებს შეშვენის. იყო ბევრი სიხარული, გამარჯვების ემოცია, კონკურსისთვის დამხასიათებელი მცირე ნერვიულობა და რაღა თქმა უნდა - ცოდნის ნამდვილი შეჯიბრი.

თელავში საუკეთესო მოსწავლეები ერთმანეთს პირველობისთვის ეცილებოდნენ და მეგობრული „შეჯიბრების“ შემდეგ, საპრიზო ადგილებიც გამოვლინდა... ეს სიტყვა ბრჭყალში, იმიტომ დავწერეთ, რომ „ეტალონში“ კონკურენტები არ არსებობენ, აქ მთავარია მეგობრობა, რომელიც ყველგან და ყოველთვის იმარჯვებს.

ლევან მრელაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

მოხარული ვარ, რომ ეპიდსიტუაციის ფონზე, „ეტალონში“ მოსწავლეთა ჩართულობა იყო საკმაოდ მაღალი და კარგი შედეგებიც ჰქონდათ ბავშვებს. ყველა რეგულაცია იყო ზედმიწევნით დაცული და არცაა გასაკვირი - ჩვენ ყველამ, „ეტალონთან“ ერთად ვიზრუნეთ თითოეული მონაწილის უსაფრთხოებაზე.

რაც შეეხება თავად პროექტს - „ეტალონი“ მუდამ ზრუნავს მოსწავლეების ინტელექტის, ლოგიკური აზროვნების განვითარებაზე და ასეთ კონკურსში მონაწილეობა, თითოეული ბავშვისთვის სტიმულის მიმცემია. განსაკუთრებით მოსწონთ izrune.ge და აქ მიღებულ გამოცდილებას მშვენივრად იყენებენ უკვე „ეტალონშიც“. წარმატებებს ვუსურვებ ეტალონს!  

ლუკა გვარამაძე, თელავის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელმაც ეტალონი მოსწავლისტიტული მოიპოვა და მიუხედავად იმისა, კონკურსში მეორედ მონაწილეობდა, ასეთ შედგეს, როგორც თავად გაგვიმხილა, მაინც არ ელოდა:

ძალინ გამიხარდა პირველი ადგილი, თუმცა გამოგიტყდებით, ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. „ეტალონში“ მეორედ მივიღე მონაწილეობა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროექტი ჩვენ, მოსწავლეებს, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას გვაძლევს.

მაია სილაგაძე, თელავის N7 საჯარო სკოლის დირექტორი გახლავთ, იმ სკოლისა, რომელმაც „ეტალონს“ უმასპინძლა და როგორც ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს უდავოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო, რასაც თელავის N7 სკოლამაც და რაღა თქმა უნდაეტალონმაცღირსეულად გაართვეს თავი და ყველა რეგულაციის ზედმიწევნით დაცვით, თითოეული მონაწილის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმეორე ტურის ღონისძიება თელავში წარმატებით დააგვირგვინეს:

პირველ ყოვლისა, გეტვით, რომ უდავოდ დიდი პასუხისმგებლობაა, ეპიდვითარების ფონზე ასეთი ღონისძიების ჩატარებაც და მასპინძლობაც, თუმცა ჩვენ შევძელით, მაქსიმალურად უზრუნველგვეყო თითოეული მონაწილის უსაფრთხოება და ეს, ვფიქრობ, უმთავრესია...

რაც შეეხება გამარჯვებულს, რომელიც ჩემი სკოლის მოსწავლეა - ვამაყობ ამ შედეგით და კიდევ უფრო მეტად ის მეამაყება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენი სკოლის მოსწავლე მეორედ გახდა პროექტის გამარჯვებული. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნელი პოპიაშვილს, რომელიც წლებია უანგაროდ უდგას ამ საქმეს სათავეში, ამზადებს პროექტებისთვის მოსწავლეებს და ასეთი შედეგები გვაქვს... ეს ყველაფერი კი თითოეულ ბავშვზე დადებითად აისახება, ამაღლებს მათ მოტივაციას და სწავლისადმი ინტერესს აღვივებს.

ახლაც კი, უკვე ფინალზე საუბრობენ ჩვენ სკოლაში, რადგან ზუსტად იციან, მათი შრომა ნამდვილად არ დაიკარგება, იბრძვიან გამარჯვებისთვის, იმედი აქვთ, ასეც იქნება და უფრო დიდ მწვერვალებს დაიპყრობენ.

რატი ზათიაშვილმა კი, ფშაველის საჯარო სკოლიდან, მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა და როგორც გავარკვიეთ, იგი ერთგულიეტალონელია“:

ჩემი შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ და დიდი ბედნიერებაა საპრიზო ადგილზე გასვლა... წლებია „ეტალონში“ ვმონაწილეობ და დიდი გულშემატკივარი ვარ ამ პროექტის. „ეტალონი“ მოსწავლეების ინტერესებზეა მორგებული, გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და ცოდნის გაღრმავებაში. თითოეულ მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ, მით უმეტეს, რომ წელს ჩემი დაც მონაწილეობდა კონკურსში... ასე რომ, ორივე ჩართულები ვარ პროექტში, რომელიც ძალიან გვიყვარს.

ლილი ხაჩიძე, თელავის მუნიციპალიტეტის ფშაველის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიხარია, ჩემი სკოლის მოსწავლე საპრიზო ადგილზე რომ გავიდა, თუმცა გამოგიტყდებით, უკეთეს შედეგს ველოდი... ძალიან გვიყვარს ეს პროექტი და ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ „ეტალონი“ ბავშვებს თავდაჯერებას, საკუთარი თავის რწმენას ჰმატებს.



ლიკა ოხანაშვილი, რომელმაც ეტალონის ინტელექტ-ჩემპიონატში მესამე საპრიზო ადგილი მიიღო, გულგულის საჯარო სკოლელია. ლიკამ გაგვიმხილა, რომ საკუთარი შედეგით კმაყოფილია, რადგანსაპრიზო ადგილს არ ელოდა:

პირველ რიგში, გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს ეს პროექტი. „ეტალონი“ საკუთარი თავის რწმენას გვმატებს და საპრიზო ადგილმაც გამახარა, თუმცა არ ველოდი - ღირსეული მოწინააღმდეგეები მყავდა და მიხარია, სამეულში რომ მოვხვდი.

ლია მოსიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ - ესაა პროექტი, რომელიც მოსწავლეების ცოდნის დონის, უნარების წარმოჩენას ემსახურება და ჩვენი მოსწავლის შედეგითაც, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ. „ეტალონი“ ყოველთვის ამართლებს მიზანს - ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა შესძინოს. სხვათა შორის, ყოფილა შემთხვევა, მოსწავლეებს უთქვამთ - ზღვარს ვერ გადავლახავთო... აი, ჩვენი მოსწავლის წარმატება იმის დასტურია, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და ყველა მიზანი მიღწევადი ხდება.

რაც შეეხება ლიკას, ესაა საოცარი გოგონა, რომელიც ფუტკარივით შრომობს და შედეგსაც დებს. ყოველმხრივ წარმატებულია, არის სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ კანდიდატი, სწავლით დაინტერესებული და მიზანმიმართული. მთელი სკოლა ვამაყობთ მისით და გვჯერა, მომავალში ბევრ წარმატებას მიაღწევს.



დაათვალიერეთ ღონისძების ფოტოები

ასევე იხილეთ:

„ეტალონი“ ნამდვილად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის“ - თელავში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპის ტესტირება წარმატებით ჩატარდა

გთავაზობთ თელავის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

„ეტალონი“ თელავს ეწვევა - იხილეთ მონაწილეთა სია

თელავის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება