სიახლეები
ეტალონი

„ისეთი ბედნიერი, როგორიც გუშინ ვიყავი არასდროს ვყოფილვარ“ -  ხარაგაულის  „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
27-10-2020
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა, რომელიც ემოციური და მონაწილეებისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ხარაგაულელი მოსწავლეები საკმაოდ მაღალი შედეგებითაც გამოირჩეოდნენ. 

ღონისძიების შეფასება და ემოციების გაზიარება ჩვენ საფინალო ადგილზე გასულ მოსწავლეებს, მათ დირექტორებს, ასევე მერიისა წარმომადგენლებს ვთხოვეთ:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე:

„ეტალონის“ მეორე ტურის ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ძალიან უყვართ ბავშვებს და ყოველთვის სიხარულით ერთვებიან. ახლა მით უმეტეს სასიხარულო იყო მოსწავლეებისთვის „ეტალონის“ პროექტში ჩართვა, რადგან ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ღონისძიებები შეზღუდულია, თუმცა მოსწავლეთა ინტერესი მაღალი იყო და აქტიურად ჩაერთნენ პროექტში.

დაცული იყო ყველა რეგულაცია, რომელიც დღეს გვაქვს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოდ წარიმართა ღონისძიება. როგორც იცით, ღია სივრცეში ჩავატარეთ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოუხდა ასეთი ფორმატი.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თეა ბერიძე:

„მოსწავლეები ყოველ წელს მოუთმენლად ელიან „ეტალონის“ ტესტირებებს და ახლაც სულ შიშობდნენ, არ გადადებულიყო და ნამდვილად ჩატარებულიყო. მათი მოტივაციისთვის „ეტალონი“ აუცილებელია. როცა მთელი წელი შენი შრომის შედეგს ნახულობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის.

„ეტალონში“ მონაწილეობა ჩემმა შვილმაც მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. იმდენად თავდაჯერებული იყო და ისეთი დარწმუნებული, რომ სამეულში მოხვდებოდა მეც გამიჩინა ამის იმედი და გაამართლა კიდეც. ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებს და განსაკუთრებით გამარჯვებულებს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც პროექტის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა მეორე ეტაპის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ხარაგაულის მოსწავლეებმა წელს განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენეს. ძალიან მოკლე დროში საკმაოდ მაღალი ქულები დააგროვეს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი შეფასება.“

აღნსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასულმა სამივე მონაწილემ თანაბარი ქულები დააგროვეს და მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად გადამწყვეტი დრო აღმოჩნდა. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე:

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, მერია, სკოლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ყოველთვის გვერდით ვუდგავართ „ეტალონს“ ყველა ვითარებაში. წელს პანდემიის გამო ცოტა შეგვიშინდნენ მოსწავლეები და ჩვენც შევშინდით. 75 მონაწილიდან 48 მოსწავლემ მიიღო ღონისძიებაში მონაწილეობა. მოსწავლეებს მონატრებული ყავდათ ერთმანეთი, მონატრებული ჰქონდათ აქტივობები და ღონისძიებები და ვინც მოვიდნენ, ის ბავშვები ძალიან გახარებულები და კმაყოფილები იყვნენ. ღონისძიება ღია ცის ქვეშ ჩავატარეთ და ყველანაირი წესი და რეკომენდაცია დაცული იყო მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით, რაც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ჰქონდა გაცემული. ასე, რომ ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა და მოსწავლეებიც კმაყოფილები დარჩნენ.

გიორგი ლელაძე ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეა და სწორედ ის გახდა 2020 წლის ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი:

„ძალიან გახარებული ვიყავი. სიმართლე გითხრათ ასეთ კარგ შედეგს არ ველოდი. ძალიან დიდი ემოცია იყო, მით უმეტეს, რომ მეორე ადგილზე გასულ მოსწავლეს სულ 4 წამით ვაჯობე. ერთნაირი ქულები გვქონდა, თუმცა დროით ვაჯობე.

„ეტალონში“ წინა წლებშიც ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ასეთი კარგი შედეგი არ მქონია არასდროს, ამიტომ ეს გამარჯვება ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის.“

ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა ღონისძიებაზევე გულშემატკივრობდა საკუთარ მოსწავლეს და მისი გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულსაც გვიზიარებს:

„თავიდანვე, სულ დასაწყისიდან ვიყავი „ეტალონის“ მხარდამჭერი. „ეტალონი“ ყველაზე წარმატებული პროექტია საგანმანათლებლო სივრცეში. ამ დღეს ძალიან განვიცდიდი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად, განათლების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ ჩატარდა.

გასულ სასწავლო წელს ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა გაგოშიძე მეორე ადგილზე გავიდა, რამაც ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია ჩემში და იმედი მქონდა, კიდევ უფრო წინ წავიდოდით. წელს გიორგი ლელაძე 2020-2021 სასწავლო წლის ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა. ამავე დროს ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ლუკა ბერაძე ათეულში მოხვდა.

ისეთ განწყობით ვიყავი დილიდან, რომ ვგრძნობდი გამარჯვებას მოვიპოვებდით და ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა. რაც შეეხება გიორგის, მინდა გითხრათ, რომ მას ამ წარმატებისთვის შემთხვევით არ მიუღწევია. სკოლის საუკეთესო მოსწავლეა. საუკეთესოა წარჩინებისა და დისციპლინის მხრივაც. მიზანდასახული, მოტივირებულია და დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე. შედეგით ძალიან გახარებული დავრჩი. ისეთი ბედნიერი, როგორიც გუშინ ვიყავი არასდროს ვყოფილვარ.

კიდევ ერთხელ მინდა „ეტალონს“ დიდი მადლობა გადავუხადო. პროექტი ჭეშმარიტად პატრიოტულია და დიდ მოტივაციას იწვევს მოსწავლეებში. უღრმესი მადლობა გოჩა ტყეშელაშვილს და ყველას ვინც ამ პროექტშია ჩართული. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ხიდრის საჯარო სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც არ იშურებენ ძალასა და ენერგიას, რათა მოსწავლეებს სათანადო განათლება მისცენ. ან უშინდებიან არც ეპიდსიტუაციას, მუშაობენ სკოლაში და სახლშიც დისტანციურად, როცა ამის საჭიროებაა.“

სულ 4 წამით მეტი დრო დასჭირდა მეორე ადგილოსან ელენე ჩიჩილიძეს ასევე 80 ქულის მოსაპოვებლად:

„მესამე წელია „ეტალონის“ პროექტში ვიღებ მონაწილეობას, შარშან ათეულში მოვხვდი და ძალიან გამიხარდა და სწორედ მაშინ დავისახე მიზანი, რომ წელს სამეულში აუცილებლად უნდა მომხვდარიყავი. მიუხედავად ამისა, მაინც არ ველოდი ასეთ კარგ შედეგს, ათეულის გამოცხადება რომ დაიწყეს, მეგონა მე აღარ გამომაცხადებდნენ, თუმცა საბოლოოდ მეორე ადგილზე გავედი და ნამდვილად მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო იყო. ბედნიერი და გახარებული ვიყავი.“

ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა დირექტორი მარინე ხვედელიძე:

ჩვენი მოსწავლეების წარმატებას ნამდვილად ველოდი. სასიამოვნოა, როდესაც შედეგს ხედავ, რადგან მოსწავლის წარმატება ეს იმთავითვე არის მასწავლებლის, დირექტორის, სკოლის და ზოგადად სახელმწიფოს წარმატება. გულწრფელად ვულოცავ ყველას გამარჯვებას. სამივე გამარჯვებული 80 ქულიანი იყო, თუმცა, საბოლოო გამარჯვება დრომ გადაწყვიტა. ეს ფაქტი ცალკე აღნიშვნის ღირსია.

ამასთან, მინდა ვთქვა, რომ იმ ფონზე როცა ირგვლივ პანდემიაა და კორონავირუსია, ასეთი ღონისძიება მით უფრო შთამბეჭდავი იყო. ასე, რომ ძალიან ვისიამოვნეთ.“

მე-3 ადგილი კი იმავე შედეგით და განსხვავებული დროით ბორის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამარ ჭანკოტაძემ დაიკავა: 

რა თქმა უნდა არ ველოდებოდი ასეთ შედეგს და ძალიან გამიხარდა. ნამდვილად მოულოდნელი იყო როცა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს. სიმართლე გითხრათ „ეტალონში“ მონაწილეობას მეორედ ვიღებ. პირველად მერვე კლასში ვიყავი თუმცა ასეთი შედეგი არ მიჩვენებია. კმაყოფილი და გახარებული ვარ რომ საპატიო მესამე ადგილი დავიკავე.

მოსწავლის წარმატებას ელოდა ბორის საჯარო სკოლის დირექტორი მაია გაგოშიძე:

შედეგი ნამდვილად მოსალოდნელი იყო, ძალიან კარგი მოსწავლეა, კარგად სწავლობს და გვქონდა იმედი, რომ თამარი წარმატებას მიაღწევდა.

მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და მოსწავლეებს ნამდვილად უმაღლებს მოტივაციას და განათლების მიღების სურვილს. ძალიან ბევრ მოსწავლეს უჩნდება სურვილი, რომ „ეტალონში“ ჩაერთოს და წარმატებას მიაღწიოს. ბავშვებს ნამდვილად ძალიან მოსწონთ ეს პროექტი და იმედი გვაქვს კიდევ დიდხანს გაგრძელდება.“

დაათვალიერეთ ღონისძიების ფოტოები



იხილეთ ასევე:

გთავაზობთ ხარაგაულის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

„ძალიან მოგვწონს „ეტალონი“ და ყოველთვის გავაგრძელებთ თანამშრომლობას“ - ხარაგაულში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა

„ეტალონი“ ხარაგაულში გაიმართება - იხილეთ მონაწილეთა სია

ხარაგაულის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი




კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოწაფეებმა დაასახელეს საყვარელი ავტორები და ნაწარმოებები, წაიკითხეს მონაკვეთები შერჩეული ნაწარმოებებიდან, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები
​დაუზარელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასიდან დარგეს რამდენიმე ხე და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ
განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღე, ღონისძიებით - „დედამიწა ცოცხალი არსებაა, მუდამ სჭირდება მოფრთხილება“
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება