სიახლეები
ეტალონი

„რთულია, მოიფიქრო „ეტალონზე“ უკეთესი პროექტი“
22-10-2020
-
+


მეგრული, ტრადიციული ხელგაშლილობითა და უდიდესი სიყვარულით დახვდა მარტვილის მუნიციპალიტეტი „ეტალონს“. თამამად ვიტყვით - ეს იყო ნიჭიერებისა და მრავალწლიანი მეგობრობის ნამდვილი ზეიმი, რომელსაც მარტვილის კერძო სკოლამ - „სხივმა“ უმასპინძლა.

როგორც დირექტორმა, დავით ჯიქიამ გვითხრა, არ იყო მარტივი საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობის აღება, თუმცა მოხარულია, რომ ყველამ ერთად - „ეტალონის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, თითოეულმა მონაწილემ თუ გულშემატკივრმა, პანდემიურ რეალობაში შეუძლებელი შეძლო. მარტვილში გამართულ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტურის ღონისძიებას კი, მონაწილეები და მოწვეული სტუმრები აფასებენ:

მურმან წოწორია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:

არც კი ვიცი, რა გითხრათ - ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი პოზიცია „ეტალონთან“ დაკავშირებით, დიდი ხანია დაფიქსირებული აქვს - ჩვენ მაქსიმალურად ვუდგავართ მხარში პროექტს, შემოქმედებით გუნდსა და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი, ესაა საოცარი, ლამაზი, ინტელექტუალური ღონისძიება, რომელს ჩატარებაც უკვე ტრადიციად იქცა და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან უდავოდ კეთილშობილურ საქმე ემსახურებით. მადლობა ყველას - მარტვილელებს - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, დირექტორებს, მერიის თანამშრომლებს... ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა ამ ღონისძიების ჩატარებაში. ეს იყო დღესასწაული, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს დაივიწყებს.

ეკა კვესელავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპეციალისტი:

მოხარულები ვართ, შექმნილი ვითარების მიუხედავად, „ეტალონი“ ჩვენთან, მარტვილში მაინც რომ ჩატარდა. არა მხოლოდ მე, თითოეული იქ მყოფი ადამიანი იყო კმაყოფილი და დადებითი ემოციებით დამუხტული.

მადლობა მშობლებს, მოსწავლეებს მონაწილეობის საშუალება რომ მისცეს, თუმცაღა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო დაცული. რაც შეეხება მონაწილეებს, მათთვის ნამდვილი დღესასწაული იყო, მით უმეტეს, ახლა, როდესაც მოკლებულნი არიან ყველანაირ ღონისძიებას. ორგანიზების მხრივაც ყველაფერი იდეალურად იყო და გამოგიტყდებით, რაღაც ნიუანსები ისე მომეწონა, ვაპირებ, სამომავლოდ, მერიის მიერ ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებში ეს დეტალები დავნერგო. უამრავ წარმატებას ვუსურვებ „ეტალონს“.

მაკა გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

არ შემიძლია, ათასი მადლობა არ გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონის“ გუნდს იმისთვის, რომ არსებული რეალობის ფონზე, ეს პროექტი ჩვენთან, მარტვილში მაინც შედგა. კმაყოფილი ვარ ადგილობრივი მოსწავლეების ჩართულობით, მით უმეტეს, რომ ბატონი გოჩა ჩვეთან სიახლეებით მობრძანდა, ჩვენ კი, ყოველთვის მივესალმებით სიახლეებს.

დავით ჯიქია, მარტვილის მუნიციპალიტეტის, კერძო სკოლასხივისდირექორი:

„ეტალონი“ არის საუკეთესო პროექტი და მოხარული ვარ, ამჯერად, ჩვენ სკოლას რომ მიეცა ღონისძიების მასპინძლობის საშუალება. ყველანაირად ვეცადეთ და მგონი, გამოგვივიდა - მეგრული ჟინითა და სტუმართმოყვარეობით, ღირსეულად დავხვედროდით ჩვენს სტუმრებს. პროექტს წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება.

მარიამ ხუხუა, ლედგებეს საჯარო სკოლის მეათეკლასელია, რომლეიც ამიერიდანეტალონი მოსწავლისტიტულს ატარებს და როგორც გვიმხელს, ეს მისთვის უდიდესი ბედნიერებაა:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომელიც სიღრმისეულ ცოდნას აძლევს მოსწავლეებს, თუმცა გამოგიტყდებით - ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი და უბედნიერესი ვარ, რადგან მომეცა საშუალება ვასახელო ოჯახი, სკოლა, ჩემი მეგობრები...ღონისძიებისას ზედმიწევნით იყო დაცული ყველა რეკომენდაცია... იყო დისტანცია მონაწილეებს შორის, იყო პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები... „ეტალონი“ ჩვენთვის არის ცოდნის ნამდვილი დღესასწაული.“

თამილა შუალია, მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ საუკეთესო პროექტია, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც ღონისძიებები შეზღუდულია, ჩვენ, ყველამ ერთად, შევძელით ჩაგვეტარებინა კონკურსი ისე, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული უსაფრთხოება და ჩვენი ბავშვების ბედნიერებასაც ჩრდილი არ მისდგომოდა.

„ეტალონთან“ წლებია ჩვენი სკოლა მეგობრობს და მიუხედავად იმისა, მცირეკონტინგენტიანია, არ ვაკლდებით არც ერთ ღონისძიებას. უნდა გენახათ, როგორი გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს ბავშვებმა „ეტალონ მოსწავლეს“ და ახლა izrune.ge-შიც სურთ, აქტიურად ჩაერთონ.

რაც მთავარია, „ეტალონი“ არასოდეს არღვევს სამართლიანობის პრინციპს და ღონისძიებების ორგანიზების კუთხითაც, საუკეთესოა. მართლაც აღფრთოვანებული ვარ და რა თქმა უნდა - ამაყი, ჩემი სკოლის მოსწავლემ პირველი ადგილი რომ მოიპოვა. მარიამი საოცარი გოგონაა, მრავალმხრივ განვითრებული, წარმატებული და მიუხედავად იმისა, ჩვენი სკოლა თანამდეროვე სტანდარტებს ახლა არ შეესაბამება, მალე მოხდება რეაბილიტაცია და დარწმუნებული ვარ, ჩემი სკოლის თითოეულ მოსწავლეს, ღირსეულ პირობებს შევუქმნით, მეტად განვითარდნენ და უამრავი წარმატება მოიპოვონ ცხოვრებაში.

მარიამ წულაიამ კი, მარტვილის N1 საჯარო სკოლიდან, „ეტალონის“ მეორე ტურის ღონისიძიებაში მეორე ადგილი მოიპოვა და ახლა საკუთარ ემოციებს გვიზიარებს:

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ „ეტალონი“ არსებობს. წელს მესამედ მივიღე მონაწილეობა და მიუხედავად იმისა, დიდი გამოცდილება დამიგროვდა, საპიროზო ადგილის სიხარულს სხვა ემოციები ვერც შეედრება. მიხარია, რომ დამიფასდა ჩემი მონდომება და იმედი მაქვს, „ეტალონის“ მეორე საპრიოზო ადგილი ბევრ წარმატებას მომიტანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

ალექსანდრე კვესელავა, მარტვილის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მარიამი ნამდვილად კარგი გოგონაა ბრწყინვალე და მიხარია, მეამაყება მისი საპრიზო ადგილი. ჩვენ „ეტალონთან“ წლებია ვმეგობრობთ, ღონისძიებების მასპინძლებიც ვიყავით და ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ - რთულია, მოიფიქრო „ეტალონზე“ უკეთესი პროექტი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

ანა კვაშილავა კი ის გოგონაა თამაკონის საჯარო სკოლიდან, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილი მოიპვა და როგორც გავარკვიეთ, იგი ერთგული „ეტალონელია“:

ძალიან მიყვარს „ეტალონი“, ხშირად ვმონაწილეობ და ყოველთვის ახალი ემოციით, გაღრმავებული ცოდნითა და ახალი შთაბეჭდილებებით ვბრუნდები შინ. რა თქმა უნდა, მახარებს საკუთარი წარმატება და დიდი იმედი მაქვს, მომავალში საუკეთესო ვიქნები ამ საუკეთესო პროექტში.

აზა გადელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის, თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან ამაყი ვარ იმიტომ, რომ ათეულში ჩემი სკოლის ორი მოსწავლე მოხვდა - თინათინ გაბუნია და ანა კვაშილავა. იცით, ანას მიზანი აქვს, რომ აუცილებლად უნდა გახდეს „ეტალონი მოსწავლე“ და მე ბედნიერი ვარ, ასეთი მიზანდასახული რომაა. „ეტალონი“ ჩვენი საყვარელი პროექტია, რომელიც მჯერა, დიდხანს გაგრძელდება... ჩვენ კი გამარჯვებულები ყოველთვის გვყავდა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც აუცილებლად გვეყოლება.



ღონისძიების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ასევე იხილეთ: 

გთავაზობთ მარტვილის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

„ეტალონი“ აუცილებელია, რადგან მხოლოდ წიგნი და ონლაინ გაკვეთილები საკმარისი არ არის“ - მარტვილში ტესტირების I ტური წარმატებით გაიმართა

„ეტალონი“ მარტვილში გაიმართება - იხილეთ მონაწილეთა სია

მარტვილის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
შეხვედრაზე, შემოწმნდა კათედრებში შემავალი საგნების პედაგოგების წარმოებული დოკუმენტაცია, ასევე განიხილეს კათედრების სამომალო გეგმები
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება