სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბერიკა შუკაკიძე პრაქტიკოს პედაგოგებისთვის მიცემულ ბოლო შანსზე საუბრობს
12-12-2020
-
+


პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის მიცემულ ბოლო შანსზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე საუბრობს.

მისივე თქმით, გამოცდას, რომელიც ზაფხულში ჩატარდება 4200 პედაგოგი ელოდება. იმ შემეთხვევაში თუ ისინი ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სექტემბრიდან სკოლაში შესვლის უფლება აღარ ექნებათ, თუმცა მათ მომავალ წელს გამოცდის ჩაბარება კვლავ შეეძლებათ.

„ჩვენ ვთქვით რომ პანდემიის დროს უსამართლობა იქნებოდა ასეთი სტრესის დროს ადამიანებისთვის დამატებითი სტრესი შეგვექმნა. მათ (პრაქტიკოსებს) მიეცათ შანსი კიდევ ერთხელ ჩააბარონ გამოცდა ზაფხულში. 2021 წლის სექტემბერი ისინი ვეღარ შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას თუ გამოცდის საშუალებით ვერ აიმაღლებენ სტატუსს. ანუ თუ ისინი (პრაქტიკოსები) გამოცდის პირობებს ვერ დააკმაყოფილებენ, საუბარია 4200 პრაქტიკოს პედაგოგზე, ეს იქნება მათთვის მიცემული ბოლო შანსი, თუმცა ერთი წლის შემდგომ მათ შეუძლიათ ისევ მოვიდნენ და ისევ ჩააბარონ გამოცდა და დაბრუნდნენ პროფესიაში“, - აცხადებს ბერიკა შუკაკიძე.

მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი განმარტავს იმასაც, რომ პედაგოგების ასაკი არ არის გადამწყვეტი და ამაზე ყურადღების გამახვილება მავნებლობაა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაციაა და არა ასაკი.

„ჩვენ, როცა მასწავლებლის სქემის რეფორმას ვიწყებდით 2 წლის წინ, მაშინ ვთქვით, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გავუსვათ ხაზი ადამიანის ასაკს. ეს არის მავნებლობა, როდესაც ბიუროკრატი ხაზს უსვამს ვინმეს ასაკს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პროფესიონალიზმს და კვალიფიკაციას. ჩვენ სკოლაში გვყავს 60, 70, 80 წელს მიტანებული პედაგოგები, რომლებიც შეასრულებენ მენტორის, წამყვანის, უფროსი პედაგოგი მოვალეობებს. ეს შეიძლება არ იყოს მაინცდამაინც გაკვეთილის სწავლება, არამედ, თავიანთი კოლეგების პროფესიულ განვითარებაში და დახვეწაში დახმარება.

ახალი სქემით ჩვენ გადავდივართ სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარების მხრივ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთი ახლა გადადის სკოლის მოედანზე. ახლა სკოლამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის რომ უზრუნველყოს მასწავლებლის პროფესიული განვითარება“, - აღნიშნავს შუკაკიძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება