სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„ერთს თავი აქვს გატეხილი, მეორეს ყური - დაზიანებული“ - რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდენ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები პანდემიის პირობებში
16-12-2020
-
+


პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ონლაინ-სივრცეში რომ გადაიტანა, ეს სიახლე არავისთვისაა, თუმცა დისტანციური სწავლება მაინც სხვა საფეხურია და ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოკვეთილა, ეს საფეხური ზევით აგვიყვანს თუ პირიქით, დაბლა დავეშვებით. ამ ფონზე კი, საკმაოდ რთულ პირობებში შშმ ბავშვები აღმოჩნდნენ და სხვათა შორის, სახლხო დამცველმა თავის ანგარიშში აღიარა - შშმ და სსსმ მოსწავლეებისთვის მისაწვდომი ფორმატებით დისტანციური სწავლება, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე მისაწვდომობა პრობლემად გამოიკვეთაო.

ეს არაა საკითხი, რომელზეც მარტივად, ერთ სტატიაში საუბარს მოვახერხებთ, თუმცა ვეცდებით, პერიოდულად ამ გამოწვევების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია და პირველ რიგში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების პრობლემებით დავიწყებთ, რადგან ABA თერაპიის ცენტრები, ზოგი პანდემიის, ზოგი კი იმის გამო დაიხურა, რომ პერსონალი, უტრანსპორტობის გამო, სამსახურში სიარულს ვერ ახერხებს.

გასაგებია, რომ ეპიდვითარების პრევენციის მიზნით, გარკვეული ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას და შეზღუდვებიც საჭიროა, მაგრამ აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ბავშვებისთვის, რომლებიც ონალინ-თერაპიებში ჩართვას ვერ ახერხებენ, ცენტრებში სიარული სასიცოცხლოდ მნშვნელოვანია და ჩაკეტილობამ, შესაძლოა, ისინი სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს.

მარი კორკოტაძე, Etaloni.ge-ს აუტისტური სპექტრის მქონე იმ ბავშვების პრობლემებზე ესაუბრება, ვინც კომპიუტერთან, ქცევითი დარღვევების გამო, ჯდომას ვერ ახერხებს, შესაბამისად, ვერ იღებს საჭირო დახმარებას და მათი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

- ეს ცენტრები პირველად არ დახურულა... წინა კარანტინის დროსაც იყო დახურული და მაშინ ბავშვებმაც და მშობლებმაც საშინელება გამოვიარეთ. ახლა კი, ე.ქ. ლოქდაუნის გამოცხადებიდან მალევე, მშობლებმა მივიღეთ მეილი, სადაც ცენტრის ხელმძღვანელობა გვატყობინებდა, რომ ცენტრი იხურებოდა.

- მიზეზი რა იყო?

- თავიდან ითქვა, რომ პანდემიის პრევენციის მიზნით მოხდა ეს და გარდა ამისა, პერსონალი ვერ ახერხებდა ცენტრში სიარულს უტრანსპორტობის გამო. მაგრამ აქ ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელიც თავადაც შშმ ბავშვის მშობელია, არც კი ჩათვალა საჭიროდ, შეგვხვედროდა, დაგვლაპარაკებოდა და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე ერთად გვემსჯელა. ასე, მარტივად მიიღო გადაწყვეტილება ცენტრი დახურულიყო 15 იანვრამდე. ეს კი  დიდი დროა.

- და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ბავშვები, რომლებიც ონლაინ-თერაპიებში ჩართვას ვერ ახერხებს?

- ჩემი შვილის მაგალითიდან გამომდინარე გეტყვით - გაზაფხულზე ვერ ჩავერთეთ ონლაინ-თერაპიებში, რადგან თვითონ ბავშვი იყო წინააღმდეგი. მისთვის კომპიუტერი სიამოვნების მიღების წყაროა და ვერ წარმოუდგენია, თერაპია ონლაინ-რეჟიმში. ერთადერთი გამოსავალი, ასეთ დროს გააჩერო ბავშვი კომპიუტერთან ისაა, თუ დააბამ, რასაც არც ერთი მშობელი არ გააკეთებს, რადგან ეს გამოიწვევს ქცევის უარესად დარღვევას და შეიძლება ფსიქიკურ აშლილობამდე მივიდეს ბავშვი.

ამიტომ, ვერ ვაიძულე ჩემი შვილი, ონლაინ-თერაპიებში ჩართულიყო და როდესაც გავაპროტესტე ცენტრის დახურვა, პასუხად მივიღე, რომ თითქოს გვეზარება ბავშვების ონლაინ-ჩართვა და ესაა ჩვენი კაპრიზი, თორემ ბავშვებს შეუძლიათ თერაპიებში ჩართვა და თუ არ მომწონს, შემეძლო სხვა ცენტრი მომეძებნა. სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი ადამიანისგან, რომელსაც წესით კარგად უნდა ესმოდეს ჩვენი მდგომარეობა.

- ამჯერად, თქვენი შვილი ჩართულია ონლაინ-თერაპიებში?

- დიახ და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

- ესე იგი, ცენტრში დარჩენა გადაწყვიტეთ.

- რა თქმა უნდა! ამის გამო ნამდვილად არ გადავიყვან ბავშვს. მე არ დავდივარ გასართობ ცენტრში, იქ თერაპიისთვის დაგვყავს აუტიზმის დიაგნოზის დასმის დღიდან და ვერავინ მიმითითებს, სად წავიყვანო.

- მაგრამ ხომ არიან ბავშვები, ვინც ონლაინ-ჩართვას ვერ ახერხებს?

- დიახ და მათ უმეტესობას აქვს რთული მდგომარეობა - ქცევითი დარღვევები. ამიტომ მათთან თერაპევტმა პირისპირ და უშუალოდ თუ არ იმუშავა, შედეგები ვერ დადგება. ეს ბავშვები ახლა დახმარებას ვერ იღებენ და ფოტო-მასალაც არსებობს, რა მდგომარეობაში არიან - ისინი გადავიდნენ თვითდაზიანებაზე. ერთს თავი აქვს გატეხილი, მეორეს ყური - დაზიანებული, დალურჯებები აქვთ სხეულზე. თუ მხოლოდ ტრანსპორტი იყო პრობლემა, ეთქვათ ჩვენთვის და ერთად მოვაგვარებდით ამ საკითხს. ახლა კი ეს ბავშვები ასეთ რთულ პირობებში აღმოჩნდნენ. მათთვის ცენტრში სიარული ერთადერთი გამოსავალია, რომ არ მიიყენონ თვითდაზიანებები.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით“ - ჯვარის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება