სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მადლობას ვუხდი მასწავლებლებს, რომლებიც დისტანციურად უზრუნველყოფენ ბავშვების განათლებას“ - პარლამენტის თავმჯდომარე
11-12-2020
-
+


მე-10 მოწვევის საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე 86 ხმით კვლავ არჩილ თალაკვაძე გახდა. თავმჯდომარედ არჩევამდე სიტყვით გამოსვლისას თალაკვაძემ პანდემიის პირობებში გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ექიმებს, სამართალდამცავებსა და პედაგოგებს.

„დღეს ჩვენ ამ დარბაზში ვერ შევიკრიბებოდით, რომ არა ჩვენი საზოგადოების ერთიანობა და სოლიდარობა, რომ არა ჯანდაცვის პროფესიონალთა მრავალთვიანი დაუღალავი ბრძოლა კოვიდ-19-ის პანდემიასთან. ახალმა კორონავირუსმა გამოცდის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო. 2020 წლის მარტის შემდგომ პირბადეები სოციალური დისტანცია და მკაცრი შეზღუდვები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენი საზოგადოებისთვის მძიმე დანაკარგია კორონავირუსისგან გარდაცვლილი ადამიანები.

ქედს ვიხრი ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასადაც იდგა ჩვენი საზოგადოების დასაცავად. 

მადლობას ვუხდი: ექიმებს, ექთნებს და ეპიდემიოლოგებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში უკვე რამდენიმე თვეა მუხლჩაუხრელად შრომობენ ადამიანების გადასარჩენად. პოლიციელებს, ჯარისკაცებს და მაშველებს, რომლებიც იცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას შეზღუდვების პირობებში. მასწავლებლებს, რომლებიც დისტანციურად უზრუნველყოფენ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების მიწოდებას. მოხალისეებს და საზოგადოების იმ წევრებს რომლებიც ეხმარებიან მარტოხელა ადამიანებს, ემიგრანტებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ასევე: „დაუშვებელია ნიჭიერების და განათლების დაუფასებლობა“ - პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტს მიმართა

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება