| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველი სტუდენტები ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. პირველ წელს 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი 246-მა ახალგაზრდამ გადალახა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები როგორც აუდიტორულ რეჟიმში, ისე ონლაინ აგრძელებენ სწავლას.
როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძემ აღნიშნავს: „2020 წლიდან უმაღლესი განათლების საერთაშორისო რუკაზე გაჩნდა ახალი, ულტრათანამედროვე უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც წელს მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი“.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი ვოლფგარფ ჰერმანის განცხადებით, უნივერსიტეტის ძირითადი კონცეფციაა, ერთად მოუყაროს თავი ადგილობრივ და საერთაშორისო ტალანტებს.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ძირითადი კონცეფციაა, ერთად მოუყაროს თავი ადგილობრივ და საერთაშორისო ტალანტებს. ტალანტების განათლება კი საუკეთესო სამსახურია, რაც შეიძლება გაუწიო ქვეყანას. ამას სჭირდება ტექნიკური გამოცდილება და შესაბამისი ექსპერტები, რათა ქვეყანაში შემოვიყვანოთ უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია. ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ. ამას მოწმობს ის შესანიშნავი აკადემიური პერსონალი - პროფესორები, რომლებიც არიან მიუხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, სადაც პატივი მქონდა მემსახურა პრეზიდენტის რანგში 24 წელზე მეტი ხნის განმავლობაში“, - განაცხადა ვოლფგარფ ჰერმანისი.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. უნივერისტეტში კი სტუდენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მორგებული გარემოა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ