სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს 17 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
21-11-2020
-
+


დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ასევე, ქუთაისში იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც.

არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი უპირისპირდება. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში რჩებიან მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველს მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.

კერძოდ: №1 - მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს №2 - შალვა შავგულიძე და №41 - ბექა ოდიშარია ხვდებიან.

№2 - ვაკე - №2 - ელენე ხოშტარია, №41 - ნოდარ ტურძელაძე.

№3 - საბურთალო - №24 - ალექსანდრე ელისაშვილი, №41 - დავით სერგეენკო

№4 - ისანი - №5 - ხატია დეკანოიძე, №41 - კახა კახიშვილი

№5 - სამგორი- №5 - ლევან ხაბეიშვილი, №41 - სოზარ სუბარი

№6 - დიდუბე, ჩუღურეთი -№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, №41 - გიორგი ვოლსკი

№7 - ნაძალადევი -№10 - შალვა ნათელაშვილი, №41 - მიხეილ ყაველაშვილი

№8 - გლდანი - №5 - ნიკანორი მელია, №41 - ლევან კობიაშვილი

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - №5 - გიორგი ბოტკოველი, №41 - ირაკლი ქადაგიშვილი

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - №5 - ცეზარი ჩოჩელი, №41 - შალვა კერესელიძე

№12 - რუსთავი, გარდაბანი -№5 - დავით კირკიტაძე, №41 - ნინო ლაცაბიძე

№16 - ხაშური, ქარელი -№5 - ნატო ჩხეიძე, №41 - ზაალ დუგლაძე

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 - კახა გეწაძე, №41 - ბეჟან წაქაძე

№23 - ქუთაისი -№5 - გრიგოლ ვაშაძე, №41 - ზაზა ლომინაძე

№27 - ზუგდიდი - №5 - მალხაზ ჯალაღონია, №41 - ირაკლი ჩიქოვანი

№28 - ბათუმი -№5 - ლევან ვარშალომიძე, №41 - რესან კონცელიძე

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - №5 - მიშა ბოლქვაძე,№41 - ანზორ ბოლქვაძე

მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური კი, ქუთაისის №59-ე ოლქში იმართება და ერთმანეთს №5 - გრიგოლ შუშანია და №41 - იოსებ ხახალეიშვილი უპირისპირდებიან.

გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

მეორე ტურზე ამომრჩევლებს ემსახურება 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება