| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნიგოზეთის საჯარო სკოლის დირექტორი მერი პაპიძე დისტანციურ სწავლებაზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს. დირექტორი ფიქრობს, რომ საკლასო ოთახებში სწავლებას ვერაფერი ჩაანაცვლებს, თუმცა მოსწავლეთა ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის, ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლება გამოსავალია.
„ადვილი ნამდვილად არ არის დისტანციური სწავლება იმ სკოლისათვის, რომელიც მაღალმთიანს მიეკუთვნება. ძირითადი პრობლემა ინტერნეტია, მაგრამ ყველანაირ შესაძლებლობას ვიყენებთ ბავშვებთან კონტაქტისათვის, ძირითადად კი მესენჯერს და მაინც, ცოცხალ საკლასო ოთახს და ურთიერთობას არაფერი სჯობს, ადვილია მოსწავლეს აუხსნა, გააგებინო, მიუდგე ინდივიდუალურად.
სკოლაში დაბრუნების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქტიურად გამოვიყენებთ ინტერნეტსწავლებას.
ამ ეტაპზე ჯანმრთელობა პირველია და შესაბამისად, ვიცავთ წესებს და დისტანციურად განვაგრძობთ სწავლებას, თუმცა დაბრუნების შემდეგაც არ გამიჭირდება ბავშვებს შორის დისტანციის დაცვა, რადგან ჩემი სკოლა ფართობით მაძლევს ამის შესაძლებლობას“,-ამბობს სკოლის დირექტორი მერი პაპიძე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია
განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია
1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას