სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მანდატურები დამატებით 10 საჯარო სკოლაში შევლენ - იხილეთ სია
04-11-2020
-
+


დღეიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 10 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი. 

მანდატურები ეყოლებათ: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების - ძველი სენაკის და ნოსირის, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცაიშის, რიყის და ინგირის N1, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს თემის N1 და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლებს.

„ახალმა მანდატურებმა შსს-ს აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს. კურსი დისტანციურად მიმდინარეობდა. მანდატურობის კანდიდატებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები, კონფლიქტების მართვა, მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები და პირველადი სამედიცინო დახმარება შეისწავლეს. 

სულ, მოსამზადებელი კურსი კონკურსის წესით შერჩეულმა 39 ახალმა მანდატურმა გაიარა. აქედან, 20 მანდატური რეგიონების საჯარო სკოლებში, 19 მანდატური კი - თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში გადანაწილდება“, - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მანდატურის სამსახური, დღეის მონაცემებით, საქართველოს უკვე 607 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება