| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პანდემიის გამო, დისტანციური სწავლების განვითარების მიზნით, მასწავლებლის სახლმა 19 473 პედაგოგი გადაამზადა. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში წერია.
კერძოდ, 2020 წლის თებერვლიდან, ქვეყანაში არსებული (კორონავირუსის) საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებს უსაფრთხო პროფესიული განვითარების მიზნით, სთავაზობს online/დისტანციურ ტრენინგებს 3 საგანმანათლებლო პლატფორმებზე: Teams, Edex, E-courses.tsu.ge.
2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით, სხვადასხვა საგნობრივი და შინაარსობრივი მიმართულების სატრენინგო ონლაინმოდული გაიარა 19 473 მასწავლებელმა.
„დისტანციური სწავლება Microsoft Teams სერვისების გამოყენებით“; - 17 947 მასწავლებელი;
Teams სერვისების გამოყენება სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით 797 მასწავლებელი;
Edex, E-courses.tsu.ge პლატფორმაზე პროფესიულ განვითარებული ორიენტირებული ტრენინგები გაიარა 729 მასწავლებელმა.
ამის გარდა, მარტის თვიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ქვეყნდებოდა ლექცია-ვებინარები ცენტრის ექსპერტების მონაწილეობით. გამოქვეყნდა 118 ლექცია, რომელთა ჯამურმა ნახვამ 1 677 600 შეადგინა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა