TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„აქტივობაც მაღალი იყო და პროცესიც ძალიან სასიამოვნო“ - ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლებში „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
16-10-2020
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდნენ ტესტირების პროცესს და შეაფასეს მოსწავლეთა ტესტები.

როგორ წარიმართა „ეტალონის“ შესარჩევი პირველი ტური ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ამის გასარკვევად etaloni.ge რესურსცენტრის უფროსს, სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს დაუკავშირდა:

ახმეტის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ნადიბაიძე:

ტესტირებაში მოსწავლეები მაქსიმალურად ჩართულნი იყვნენ. აქტივობაც მაღალი იყო და პროცესიც ძალიან სასიამოვნო, რადგან „ეტალონის“ ტესტირებაში მონაწილეობა ბავშვებისთვის ყოველთვის სასიხარულოა. ყოველ წელს განსაკუთრებით ელოდებიან. რაც შეეხება შედეგებს, ვნახოთ საბოლოოდ რას გამოავლენენ, იმედი გვაქვს რომ წარმატებას მიაღწევენ.

ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წინწალაშვილი:

საკმაოდ ბევრი მოსწავლე იყო ჩართული ტესტირებაში, ყველა კლასიდან. მოსწავლეები საკმაოდ კმაყოფილები იყვნენ თავიანთი ნამუშევრებით და ინტერესით ელიან მეორე ტურს.

ჯოყოლოს საჯარო სკოლა დირექტორი ნაზო ბორჩაშვილი:

ტესტირებამ რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ „ეტალონში“ ჩართულები.

ჯოყოლოს საჯარო სკოლა „ეტალონის“ პედაგოგი ნინო წინწალაშვილი:

ზოგადად, უფრო მეტად არიან ხოლმე მოსწავლეები ჩართულნი, თუმცა წელს მოგეხსენებათ რომ განსხვავებული სიტუაციაა. რამდენიმე მოსწავლე სკოლაში ვერ მოვიდა და ამის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. თუმცა იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც სურვილი გამოხატეს ტესტირება რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა. ტესტირებაში წელს ჩვენი სკოლიდან 11-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

ომალოს საჯარო სკოლის დირექტორი იზა ბორჩაშვილი:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაირა. რეკომენდაციებიც დაცული იყო და ყველა წესი გათვალისწინებული. ახლა მეორე ტურის ჩასატარებლად ვემზადებით.

ომალოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინე ალხანაშვილი :

ძალიან კარგად ჩაიარა ტესტირებამ. წელს 14 მოსწავლე მონაწილეობდა და ძალიან კმაყოფილები არიან ბავშვებიც.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ტესტირება რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

იხილეთ ასევე: ახმეტის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

ტესტირების ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება