TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდისთვის ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება
13-08-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით პრაქტიკოსი მასწავლებლები აღარ იქნებიან, რადგან ყველას მოუწევს კომპეტენციის დადასტურება.

პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილი კი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდისთვის რეგისტრაცია არ გაუვლიათ. რა მიზეზით? - ეს ალბათ ცალკე საუბრის თემაა, ზოგმა კორონა-პანდემიის გამო ვერ მოახერხა, რადგან არ იცოდა, სამომავლოდ, რა, როგორ განვითარდებოდა; ნაწილი კი უბრალოდ, კვლავ იმედს იტოვებს შეღავათის გაკეთების, რომელიც სახელმწიფომ  აქამდეც არაერთხელ დაუწესა და ხისტი პოლიტიკა, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ მიმართ ჯერჯერობით არ გაუტარებიათ...

ასე მოვიდნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები დღემდე, რომლებმაც, ახალი სქემის მიხედვით, კომპეტენციის არდადასტურების შემთხვევაში, 2021 სასწავლო წლიდან სკოლები უნდა დატოვონ, ხოლო ისინი, ვინც საშემოდგომო გამოცდისთვის რეგისტრაცია ვერ ან არ გაიარა, სამსახურიდან 2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის გათავისუფლდებიან.

ბუნებრივია, ამ ამბავმა პრაქტიკოს პედაგოგებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ისინი ოფიციალურ სტრუქტურებს სთხოვდნენ, გამოცდისთვის დამატებითი რეგისტრაცია გამოეცხადებინათ. ჯერჯერობით, განათლების სამინისტრო ამაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, Etaloni.ge-მ კი ექსკლუზიური ინფორმაციის მოპოვება მაინც შეძლო:

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა გაგვიმხილა, რომ პრაქტიკოსი პედაგოგების გამოცდისთვის რეგისტრაცია აუცილებლად გამოცხადდება, რადგან ამაზე განათლების სამინისტროსთან ერთად კარგა ხანია მუშაობენ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძესთან და სამინისტრო თანახმაა, პრაქტიკოს პედაგოგებს მიეცეთ შანსი, გავიდნენ გამოცდაზე.

„დამატებითი კი არა, გამოცდისთვის ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება... ჩვენ ამ საკითხს ასე ნამდვილად ვერ დავტოვებდით. რაც შეეხება რეგისტრაციის თარიღს, ჯერ დრო არის და კონკრეტული ვადებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, - განუცხადა Etaloni.ge-ს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა მაია კობახიძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება