სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნადაბურის საჯარო სკოლის პედაგოგები სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებს გვიზიარებენ
31-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ, რომ იყოს ახალი სასწავლო წელი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ნადაბურის საჯარო სკოლის პედაგოგები სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე გვესაუბრებიან:

„ჩემი და ჩემი შვილების მოსაზრება და თხოვნაა, რომ სწავლა გაგრძელდეს საკლასო ოთახებში, დავემორჩილებით ყველა კანონს და რეკომენდაციას, ძალიან გვიყვარს და გვენატრება სკოლა ჩვენი მოსწავლეებით და პედაგოგობით“ - მაია ნოზაძე.

„ჩემი აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ მცირე კონტინგენტიანი სკოლა ვართ და სამწუხაროდ, კლასში ბავშვების რაოდენობა ხშირად სანატრელია, უმჯობესი იქნება, ახალი სასწავლო წელი კვლავ სკოლის კედლებში გაგრძელდეს. ვფიქრობ, არ იქნება რთული იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაწვდის, რათა თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი საფრთხე პანდემიასთან დაკავშირებული. დეზობარიერი, თუნდაც მხოლოდ სკოლის შესასვლელში, ტემპერატურის კონტროლი, პირბადე და სოციალური დისტანცია. გარდა ამისა, შეუძლებელია პროცესი კვლავ ონლაინ რეჟიმში წარიმართოს, რადგან მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს. პირველი ის, რომ ინტერნეტწვდომა ჯერ კიდევ არაა სათანადო სიმაღლეზე. აგრეთვე ხშირ შემთხვევაში მოსწავლე ინფორმირებულია ონლაინ გაკვეთილის ჩატარების დროზე, მაგრამ არ სურს და უბრალოდ არ გაქვს არანაირი რესურსი იმისა, რომ დაესწროს გაკვეთილს. ფაქტობრივად, მხოლოდ რამდენიმე მოსწავლეა აქტიური. არ არსებობს სრულყოფილი ონლაინ რესურსი და ყველაზე მთავარი, გაკვეთილი მხოლოდ ფაქტები და მოვლენები ხომ არაა?! აქ მოსწავლე სწავლობს მცირე სოციუმში ქცევის წესებს, პრობლემების მოგვარებას, ემზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც ჩემი აზრით, შეუძლებელია მხოლოდ ოჯახში. ვიმედოვნებ, ახალ სასწავლო წელს ჩვენს მოსწავლეებთან ერთად შევეგებებით“ - ირმა ჩაჩანიძე.

„ჩემი სასექტემბრო მოლოდინი და სურვილია, სასწავლო პროცესი განახლდეს სკოლაში, რადგან სკოლაში სწავლება ბევრად ნაყოფიერია. სოფელში ბავშვებს აქვთ ინტერნეტის პრობლემა. ძირითადად, სარგებლობენ მობილური ინტერნეტით, რაც ხელს უშლის სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვას. ასევე იყო დროის სიმცირის პრობლემა, ვერ ვასწრებდით ყველა იმ აქტივობის შესრულებას, რომელიც განსაზღვრული იყო ეროვნული სასწავლო გეგმით. სოფელში ისედაც მცირეკონტიგენტიანი სკოლებია და არ გაგვიჭირდება იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელსაც სამინისტრო მოგვაწვდის“ - თეონა წიქარიშვილი.

„მე, როგორც სპეც.მასწავლებელს, განსაკუთრებული სურვილი მაქვს ახალ სასწავლო წელს შევხვდეთ საკლასო ოთახებში. მე და ჩემს მოსწავლეებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის სხვა მოსწავლეებთან შედარებით გვესაჭიროება სასწავლო რესურსებისა და თამაშით სწავლების მეთოდების გამოყენება. ამოტომ განსაკუთრებულ იმედს ვამყარებ სასწავლო პროცესის დაწყებაზე სკოლებში“ - ეთერი მაისურაძე.

წერილი გამოგზავნილია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება