TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ არ დამასაქმებენ, სასამართლოში ვიჩივლებ“ - მაძიებელ მასწავლებელს დირექტორმა 3 500 ლარი მოსთხოვა
27-07-2020
-
+


მაძიებელი მასწავლებლებისა და პროფესიაში შესვლის მსურველთა გამოცდები პიკურ ფაზაშია. ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები სხვადასხვაგვარად აფასებენ საკითხების სირთულესა და ზოგადად, გამოცდის მიმდინარეობას - ზოგისთვის რთულია, ზოგისთვის - არც ისე, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც საკუთარი თავით კმაყოფილია, მაგრამ სკოლაში დასაქმების იმედი ნაკლებად აქვს.

სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა გამოცდიდან გამოსული აპლიკანტი Etaloni.ge-ს, რომელმაც აღნიშნა, რომ დანებებას არ აპირებს და თუ უახლოეს მომავალში მუშაობას არ დაიწყებს, ერთ-ერთი სკოლის დირექტორს სასამართლოში უჩივლებს, რადგან ამ უკანასკნელმა, სკოლაში დასაქმების სანაცვლოდ, ქრთამი მოსთხოვა:

„აი, ბოლოჯერ ვცდი ბედს და მერე მართლა აღარ ვიცი, რას ჩავიდენ... არც კანონი გვიცავს მაძიებლებს და ამიტომ ვართ ასე... იცით, დირექტორმა 3 500 ლარი მომთხოვა დასაქმებაში! ჯერ შეგნებულად არ ვიტყვი, რომელი სკოლაა, მაგრამ თუ კვლავ ვერ ვიშოვი სამსახურს, სასამართლოშიც წავალ და მტკიცებულებებსაც წარვადგენ ისე, რომ სინდისიც არ შემაწუხებს!“ - განაცხადა მასწავლებლობის მსურველმა გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება