TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვეხვეწები ჩემს ბიჭს სტომატოლოგი გახდეს, დავბერდები კბილებს მაინც ჩამისვამს“ - რაზე საუბრობენ მშობლები, სანამ შვილები გამოცდას წერენ
16-07-2020
-
+


დღეს აბიტურიენტებმა გამოცდას ბიოლოგიაში ჩააბარეს. გულშემატკივრები კი ემოციებს ვერ მალავდნენ და დრო საუბარში გაჰყავდათ. პირველი გამომსვლელის დანახვამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ მისგან შეიტყვეს, რომ რთული არ იყო და გულზე მოეშვათ. თუმცა ყველა მაინც საგამოცდო ცენტრის კარს უყურებდა, იქნებ საკუთარი შვილი დაენახათ. 

საგამოცდო ცენტრში შეკრებილი მშობლების საუბრები აბიტურიენტი შვილების მოლოდინში: 

„გრანტისთვის ბარიერი ძალიან აწეულია. არ მაქვს საშუალება სწავლაში თანხა ვუხადო, ვღელავ ძალიან, მინდა კარგი ქულა აიღოს“.

„ჩემს შვილს სამედიცინოს გარდა არაფერი უნდა. იმდენად მყარი გადაწყვეტილება აქვს, ვეუბნებოდი, სხვა საგნებიც ჩააბარე, არჩევანი გქონდეს სხვა პროფესიებზე-მეთქი და მკაცრად მიპასუხა, შენ ვინ გგონივარ, „ლიჟბი“ სტუდენტობა კი არ მინდა, სამედიცინო მინდაო“.

„ისე ადრე დაიწყეს ბავშვებმა გამოსვლა, მარტო ჩემი ზის მგონი იქ. ისე ვნერვიულობ, მინდა ამ სასწრაფოს მანქანაში წინასწარ წამოვწვე, ვიცი ცუდად გავხდები სანამ ჩემს შვილს დავინახავ“.

„ჩემს გოგოს მე დავაძალე ბიოლოგიის ჩაბარება, ჩავჩიჩინებ პედიატრი გახდი ან ქირურგი-მეთქი და მეუბნება ვერ ვიტან ექიმობასო. შეუყვარდება დროთა განმავლობაში. აბა, მაგას თუ ვუსმინე, უნივერსიტეტი სულ არ უნდა კულინარია მინდაო“.

„ვინც იცის, ბიოლოგია მათთვის არის ზღაპარი. თუ გაუჭირდებათ, სამედიცინოზე სწავლას არც იმსახურებენ. ვფიქრობ, ეს საგანი ვინც აირჩია, ყველას აქვს საკუთარი თავის იმედი“.

„ვეხვეწები ჩემს ბიჭს, სტომატოლოგი გახდეს. დავბერდები კბილებს მაინც ჩამისვამს. მთელი ცხოვრებაა ფულს სტომატოლოგებთან ვიზიტში ვხარჯავ, ხომ უნდა ამოვიღო?!“.

„ჩემი შვილის არჩევანში არ ვერევი, მან იცის რა უნდა, საკმაოდ დიდია, საკუთარი არჩევანის გაკეთება და პასუხიმგებლობის აღება უნდა შეეძლოს. ვცდილობ, მის პირად სივრცეში არ შევიჭრა, ჩემი მშობლებიც არ ჩარეულან ჩემს გადაწყვეტილებაში და ვფიქრობ, რომ ეს სწორია“.

ხვალიდან სამი დღის განმავლობაში აბიტურიენტები კიდევ ერთ სავალდებულო საგანს - უცხოურ ენას ჩააბარებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება