სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

თუ გამოცდებისთვის მოსამზადებლად ძალა აღარ გყოფნით: ამ 5 რჩევიდან თქვენთვის სასურველი ამოარჩიეთ
30-06-2020
-
+


გამოცდებისთვის მომზადება - ძალიან ამაღელვებელი და შრომატევადი პროცესია. წინასაგამოცდო დღეებში აბიტურიენტები განსაკუთრებით გულმოდგინედ ემზადებიან და ბოლომდე იხარჯებიან - ხსნიან ამოცანებს, კითხულობენ კონსპექტებს და წერენ ესეებს. ამას თან ერთვის კორონავირუსის პანდემიის თანმხლები სტრესი, დისტანციურად დამთავრებული სკოლა და გამოცდებზე დაწესებული გარკვეული შეზღუდვები. ნერვული დაძაბულობა და მეცადინეობის ინტენსივობა სულ უფრო მატულობს და შესაძლოა ემოციური გადაწვის მიზეზად იქცეს. როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი თუ ასეთ პრობლემას წააწყდება?

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთაგანაც შეგიძლიათ შეარჩიეთ ის, რომელიც სწორედ თქვენ გამოგადგებათ. 

  • მოიწყვეთ უქმე დღე და მიუძღვენით საკუთარ თავს. თქვენ ხომ ამდენი ხანი შრომობდით და ჯილდოდ დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ. ამ დღეს შეიძლება მეგობრების მონახულება, საყვარელი ფილმის ნახვა ან ქალაქში გასეირნება.
  • გამოცდები სამყაროს აღსასრული არ არის. იფიქრეთ გამოცდაზე როგორც მხოლოდ საგამოცდო ტესტზე და მეტი არაფერი.
  • დახარჯეთ ემოციები. თუ გინდათ ტირილი, გამოყავით 15-20 წუთი და იტირეთ. ნეგატიური ემოციებისგან დაიცლებით და თავსაც უკეთესად იგრძნობთ. 
  • გააკეთეთ შესვენებები. დიდი რაოდენობის მასალის დამახსოვრებისას ტვინი იღლება და 5-10 წუთი დასვენება სჭირდება. ეს დრო ივარჯიშეთ, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, იცეკვეთ და ა.შ.
  • წარმოიდგინეთ, როგორ შედიხართ გამოცდაზე და ხსნით საგამოცდო ტესტს, რომლის პასუხებიც იცით და მარტივად უმკლავდებით. აზრები თავი დადებითი მიმართულებით მიმართეთ და ეცადეთ სიმშვიდე მოიპოვოთ.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება