| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განათლების სფეროს მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდა მსურველებისთვის და მალე პროფესიული განათლების მქონენი ევროპის ქვეყნებში დასაქმებას შეძლებენ.
„პროფესიული განათლების მიმართულებით ავტორიზაციის დებულებებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც მისცემს ჩვენს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას, რომ მიიღონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტორიზაციის ნორმები, რაც მისცემს ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობას, მას შემდეგ, რაც დაასრულებენ პროფესიული განათლების დაწესებულებებს, ღირსეულად იმუშაონ საქართველოს გარეთაც ევროპის იმ ქვეყნებში, რომელი აკრედიტაციაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ.
ახალი კოლეჯები აშენდა კასპში და შუახევში, ხოლო ხულოში გაიმართა ფილიალი ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯისა. პროფესიული განათლების პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ მოსწავლეები საცხოვრებელი ხარჯებიდან გამომდინარე ვერ მიდიოდნენ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, ეს იყო ყოველთვის პრობლემური, ამიტომ ჩვენ პროფესიული განათლება უფრო და უფრო უნდა დავუახლოვოთ მომხმარებელს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
სკოლის მე-3-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები აღუწერელი ენთუზიაზმითა და დიდი სიყვარულით შეუერთდნენ ამ ინიციატივას
გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გუანნა მკოიანი და კონსულტანტ მასწავლებელი თამილა კობიაშვილი
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას