| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტებს სულ მცირე დრო რჩებათ. კორონავირსუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აბიტურიენტებს არაერთი რეკომენდაციის გათვალისწინება უწევთ. იმავდროულად, მნიშვნელოვანია ისიც, აბიტურიენტებმა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდის მიმდინარეობისას მათ მიმართ დაირღვა დადგენილი წესები ან ტესტირების პროცედურები.
etaloni.ge - გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიმართოთ და რა ვადებში თქვენი უფლებების დარღვევის შესახებ:
„ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს (ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე განაცხადი) იმ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას, სადაც ჩააბარა გამოცდა. განცხადება საპრეტენზიო კომისიას გადაეცემა არაუგვიანეს მომდევნო დღისა და განიხილება განაცხადის მიღებიდან ხუთი დღის ვადაში. პასუხს განმცხადებელი გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში შეიტყობს“, - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება - წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა ტესტირებაზე უნდა დაიცვან
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა