სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 იდეა პირველკლასელთა დამრიგებლებს: როგორ შეგიძლიათ მოსწავლეების მხიარულად გაცილება დისტანციურად?
26-05-2020
-
+


27 მაისს, სასწავლო წელს ყველაზე პატარები - პირველკლასელები დაასრულებენ, წელს, პირველად, უჩვეულოდ, ტრადიციული ღონისძიებისა და ყვავილების გარეშე. COVID-19-მა მოსწავლეების, მასწავლებლების და მათი მშობლების გეგმები ჩაშალა და წელს პირველად საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლის წაკითხულ ლექსზე სიამაყით თვალაცრემლებულ დამრიგებელსა და მშობელს ვეღარ ვიხილავთ. 

იმისთვის კი, რომ ეს დღე პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გახადოთ, გთავაზობთ იდეებს რომლის განხორციელებასაც დისტანციურად შეძლებთ.

ვიხსენებთ განვლილ სასწავლო წელს

მოსწავლეებს შესთავაზეთ გაიხსენონ განვლილი სასწავლო წლის ყველაზე ნათელი და დასამახსოვრებელი მომენტები. მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება ერთმანეთისთვის სასიამოვნო მოგონებების გაზიარება და თანაკლასელების მიღწევების მოსმენა.



დაამზადეთ ღია ბარათები

პირველკლასელებს შეუძლიათ დაამზადონ ღია ბარათები, რომელთაც საკუთარი გემოვნებით გააფორმებენ, ეს იქნება ნახატები, თუ სტიკერები, შეუძლიათ მასზე დაწერონ სურვილები და მასწავლებელს, თანაკლასელს ან მეგობარს ფოტოს სახით გაუზიარონ. 

ვწერთ გზავნილებს მომავალი პირველკლასელებისთვის

მოსწავლეები წერენ გზავნილებს მომავალი პირველკლასელებისთვის, რომლებიც მათ ადგილს მომავალ  წელს დაიკავებენ. ეს შესაძლოა იყოს, სურვილები, რჩევები, გამოცდილების გაზიარება - თუ რა ელოდებათ მათ ამ კლასში და ა.შ.

ფოტოიდეა ბოლო დღისთვის

მოიფიქრეთ კლასის დევიზი ან გასული წლის სლოგანი. მოსწავლეებს სთხოვეთ ფერადი მუყაოსგან ამ სიტყვის ასობგერები გამოჭრან და ფოტო გადაიღონ. თითოეულ მოსწავლეს შეუძლია ერთი ან ორი ასო დაიჭიროს. შემდეგ ამ ფოტოებს თავი მოუყარეთ და ორიგინალური, ჯგუფური სამახსოვრო ფოტო ააწყვეთ. 



და ბოლოს

ჩაწერეთ მისალოცი ვიდეორგოლი მოსწავლეებისთვის, აღნიშნეთ მათი მიღწევები, თუ რა თვისებების გამო აფასებთ მათ და მომავალ სასწავლო წლამდე კეთილი სურვილებით დაემშვიდობეთ.

გაგვიზიარეთ თქვენი იდეები თუ როგორ აპირებთ გაუმრავალფეროვნოთ მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის ბოლო დღე?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება