სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და თანამედროვეობა“ - ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით ონლაინკონფერენცია ჩატარდა
22-05-2020
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექციისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, ონლაინ პლატფორმაზე-Ms.Teams-ში სპეციალურად კონფერენციისათვის შექმნილ ჯგუფში „მოსწავლეთა ონლაინკონფერენცია 2020“ გაიმართა მოსწავლეთა მეოთხე სასკოლო ონლაინკონფერენცია - „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და თანამედროვეობა“.

კონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია, აღნიშნული დისციპლინებით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მოსწავლეებში ძიებისა და ანალიზის, კვლევისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება, მოსწავლეთა შორის კოლაბორაციისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, მათი ინოვაციური ხედვების გამოვლენა-გაზიარება.

ონლაინკონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა მიიღეს ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის შემდეგმა მოსწავლეებმა:

ბარბარე ბერიძე - „ქიმია ჩვენ გარშემო“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ირინა ლაბაძე - XI კლასი;

რიმა სუდაძე - „აწმყოს შემოქმედი ტალღები“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ნადირაძე/ XI კლასი;

ქრისტინა სარაშვილი - „გენური ინჟინერია“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ლია ფეიქრიშვილი XI კლასი;

პავლე საანიშვილი - „რატომ მიდის დრო ყოველთვის წინ და არასდროს უკან?“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მთვარისა ქურციკიძე- IX კლასი;

ივანე აღლემაშვილი - „ნანომასალები“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ნაზი ტორიაშვილი- XI კლასი;

სალომე ნებაძე - „დნმ როგორც გენეტიკური მასალა“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე - X კლასი;

ანა ხომასურიძე - „ფიზიკა თანამედროვე მედიცინაში“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მაია თათეშვილი X კლასი;

ლია აბულაძე - „სიყვარული ქიმიაა?“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი კლარა კუპრეიშვილი - X კლასი;

მარიამ იველაშვილი - „უხილავი სტუმრები“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე X კლასი;

დავით ნასყიდაშვილი - „ქიმია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ირინა ლაბაძე - IX კლასი;

ლუკა მურჯიკნელი - „ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი მავნე ზემოქმედება ადამიანზე“ /ფიზიკა/ხელმძღვანელი მასწავლებელი მთვარისა ქურციკიძე - IX კლასი.

კონფერენციამ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეთა პრეზენტაციები ძალიან მრავალფეროვანი იყო და თანამედროვე ცხოვრებაში სამუნებისმეტყველო მეცნიერებების უდიდეს როლსა და მნიშვნელობას შეეხებოდა.

სკოლის დირექტორის, ინგა ვარდიძის მხარდაჭერით ონლაინ კონფერენცია დაგეგმა და განახორციელა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ, რომლის ხელმძღვანელია ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა ენდელაძე, ხოლო ორგანიზებას უწევდა ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი.

მოსწავლეებს ონლაინსერტიფიკატები და ხელმძღვანელ მასწავლებლებს ონლაინმადლობის სიგელები გადასცა სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემ.

ონლაინკონფერენციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები.

კონფერენციამ დამსწრე საზოგადოებისაგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება