სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რჩევები პედაგოგებს და არა მხოლოდ: ასე, თვითიზოლაციაში ფიზიკურ ფორმასა და ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
05-12-2020
-
+


დისტანციური სწავლების დროს როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის ფიზიკური აქტივობა მკვეთრად შემცირდა. მაცივრის სიახლოვე და ცხოვრების მჯდომარე წესი კი ჩვენს ჯანმრთელობას ნამდვილად არ წაადგება.

სოციალურმა იზოლაციამ ასევე, შესაძლოა, გამოიწვიოს დამატებითი სტრესი და ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოს.

ფიზიკური ვარჯიშები და მოდუნება დაგეხმარებათ, ასეთ პერიოდში სიმშვიდე და ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვირაში 150 წუთ ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას ან 75 წუთ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას გვირჩევს ან ზომიერი და ინტენსიური ფიზიკური აქტივობების შეთავსებას. ამ რეკომენდაციების გათვალისწინება შესაძლებელია სახლის პირობებში და სპეციალური აღჭურვილობის და შეზღუდული სივრცის გათვალისწინებით.

ჯანმო საშინაო კარანტინის პირობებში აქტიური ფიზიკური ფორმის შენარჩუნებასა და ცხოვრების მჯდომარე წესის შემცირების წესებს გვთავაზობს:

გააკეთეთ მოკლე აქტიური შესვენებები დღის განმავლობაში

მნიშვნელოვანია მოკლე ვარჯიშები. ასევე სახლის პირობებში - ცეკვა, ბავშვებთან თამაში, საოჯახო საქმეების შესრულება, სახლის დალაგება და ბაღის მოვლა - საშუალებას გვაძლევს, დავრჩეთ ფიზიკურად აქტიურები.

გამოიყენეთ ონლაინ რესურსები, რომლებიც ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსს გვთავაზობს. ბევრი მათგანი ხელმისაწვდომია YouTube-ზე. მსგავსი ვარჯიშის გამოცდილების არქონის შემთხვევაში იყავით ფრთხილად და გაითვალისწინეთ თქვენი შესაძლებლობები და შეზღუდვები.

იარეთ. პატარა შენობებშიც კი პერიმეტრზე იარეთ, ერთ ადგილზე მსვლელობაც დაგეხმარებათ დარჩეთ აქტიური. თუ ტელეფონზე საუბრობთ, იდექით ან იარეთ, საუბრისას ნუ იჯდებით. თუ ​სასეირნოდ ქუჩაში გასვლა ან ვარჯიში გადაწყვიტეთ, დარწმუნდით, რომ სხვა ადამიანებისგან არანაკლებ 1 მეტრის მოშორებით იმყოფებით.

გაატარეთ დრო მდგომარე პოზიციაში. შეამცირეთ მჯდომარე მდგომარეობაში გატარებული დრო და შეძლებისდაგვარად, უპირატესობა მიანიჭეთ მდგომარე პოზიციას. შეეცადეთ ერთდროულად 30 წუთზე დიდხანს არ იჯდეთ ან არ იწვეთ. შესაძლებელია მაღალფეხებიანი მაგიდის გამოყენება, რომელიც ფეხზემდგომი მუშაობის საშუალებას იძლევა.

სწორი კვება

ჯანმრთელობის ოპტიმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ასევე მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს სწორად კვების აუცილებლობა და საკმარისი რაოდენობის წყლის სმა.

მიირთვით საკმარისი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული და შეზღუდეთ მარილის, შაქრის და ცხიმებს მოხმარება. უპირატესობა მიანიჭეთ მთელმარცვლიან და არა რაფინირებულ პროდუქტებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება