სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აკადემიურ წლად გამოცხადებაზე განმარტება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა - „ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას“
02-04-2020
-
+


ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, რადგან ამას თავისი შემდგომი შედეგები მოჰყვება ბავშვებისთვისაც, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაც, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დისტანციური განათლება ვერ შეცვლის სრულფასოვან საკლასო განათლებას, მაგრამ ამ მდგომარეობაში, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, დაიწყო ზრუნვა დისტანციური განათლების განვითარებაზე: „გეთანხმებით იმაში, რომ დისტანციური განათლება სრულად ჯერ ვერ შეცვლის სრულფასოვან საკლასო განათლებას, მაგრამ დღეს ამ ვითარებაში, როდესაც სხვა გამოსავალი არა გვაქვს, უნდა ვიზრუნოთ ამ დისტანციური განათლების განვითარებაზე“. 

პრემიერის განმარტებით, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, რათა ფორსმაჟორში განვაგრძოთ ცხოვრება და განათლების მიღება. 

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამყარო იცვლება და მსგავსი ბრძოლები და გამოწვევები ადამიანს აიძულებენ, საერთოდ შეცვალოს ქცევის მოდელები. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ განათლებას, მერწმუნეთ, ეს შეეხება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს შეეხება ადამიანის ყოფის ყველა სფეროს, რადგან ეს არის გამოწვევა, რომელთან ადაპტაციაც ერთმნიშვნელოვნად მოგვიწევს და დღეს ვერავინ იტყვის, ჩვენ ამ ბრძოლაში ყოფნა მოგვიწევს ერთი თვე, ერთი წელი, თუ ორი წელი, სხვადასხვა შეფასება არსებობს. ეს ჩვენთვის ნიშნავს ერთ რამეს - ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, რათა მსგავსი ბრძოლების პირობებში გავაგრძელოთ ყოველდღიური ცხოვრება, ეკონომიკამ განაგრძოს ზრდა, განვაგრძოთ განათლების მიღება, ისევე, როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა განაგრძოს თავისი სრულფასოვანი ფუნქციის შესრულება. მესმის, რომ ეს შეიძლება დღეს გასააზრებლად მძიმე იყოს, მესმის, რომ ამის თქმაც შეიძლება საკმაოდ თამამი იყოს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ღია და ობიექტური შეფასების საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა პრემიერმა, „იმედის“ ეთერში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია - იხილეთ, მოგემატათ თუ დაგაკლდათ ქულა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება