TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
21-03-2020
-
+


საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. 

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში ერთი თვე გაგრძელდება.

„საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას მოჰყვება ჯარიმა  - ფიზიკურ პირზე 3000 ლარის ოდენობით და იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით.

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკურ პირზე 3000 ლარის ოდენობით და იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის მიზნით, უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები. მოგეხსენებათ, ზოგიერთი ეს ქმედება უკვე შემოღებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ ქმედებებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდგომ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება გადაწყვეტილებას და ეს იქნება დამტკიცებული პარლამენტში, ამ ქმედებებს ექნება სავალდებულო ხასიათი“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება.

„რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას, ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება ნაწილობრივ შეზღუდულია. ამ დადგენილებით ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები. ჩვენ ვზღუდავთ მოქალაქეების მობილობას და მოვუწოდებთ მათ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე. რა თქმა უნდა, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა, ჩვენ შემდგომ გამკაცრების საშუალება გვაქვს და სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამკაცრებით დაწყებული, უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია, თუმცა ჩვენ ვამბოთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ბალანსი - ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაგრამ თან ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა“, - აღნიშნა გახარიამ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ცხადდება.

იხილეთ - რამდენი ხნით გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა და კონკრეტულად, რა შეგვეზღუდება მოქალაქეებს?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება