სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

YouTube -არხები, რომლებიც სასკოლო კარანტინის დროს საგნების სწავლაში დაგეხმარებათ
22-03-2020
-
+


მოსწავლეებს, რომელთაც კორონავირუსუს გამო გამოცხადებული დაუგეგმავი დასვენების დღეების სასარგებლოდ გატარება და მეტი ცოდნის მიღება უნდა, გთავაზობთ YouTube -არხებს, რომლებზეც სწრაფად, სახალისოდ და რაც მთავარია გასაგებად ხსნიან სასკოლო საგნებს.

1. MinutePhysics

ფიზიკა - რთულია, მაგრამ ამას ვეღარ იტყვით, თუ ამერიკელი ჰენრი რაიხის ანიმაციურ ვიდეოს მოუსმენთ. ამავე დროს, ინგლისურსაც გაივარჯიშებთ: შესაძლებელია YouTube-ზე სუბტიტრებიც ჩართვაც.

ამასთან, რაიჰი ხსნის არა მხოლოდ როგორ მუშაობს მაგნიტი და როგორ დაფრინავენ თვითმფრინავები არამედ ეხება ისეთ საკითხებს, რომლებსაც ერთი შეხედვით ფიზიკასთან საქმე არ აქვთ. მაგალითად ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ავტორი ხსნის, რატომ არის დეკემბერში ყველაზე გრძელი დღეები.



2. IT’S HISTORY

ისტორიის სახელმძღვანელო ყველა საინტერესო ისტორიულ ფაქტს ვერ იტევს, ამიტომ წიგნში შესაძლებელია მხოლოდ მშრალი ინფორმაციის ამოკითხვა. ასეთ დროს საუკეთესოა არხი - IT’S HISTORY: მართალია, ისიც ინგლისურ ენაზეა.

მსოფლმხედველობის გასაფართოვებლად არხზე ნახავთ ბევრ საინტერესო და სახალისო ვიდეოს, მაგალითად დრაკულას შესახებ.

მთავარია, არ დაგვავიწყდეს სწავლის დროს სახელმძღვანელოს წაკითხვა, რადგან ისტორია ისეთი საგანია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში შესაძლოა განსხვავებულად იყოს ინტერპრეტირებული. შემდგომ საგამოცდო ტესტში რაიმე სხვა რომ არ დაწეროთ.



3. Mathologer

სუსტი ხართ ალგებრაში? შესაძლოა, თქვენ უბრალოდ არ გინახავთ გერმანელი ბურკჰარდ პოლსტერის ბლოგი, რომელიც ამჟამად ავსტრალიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მათემატიკას ასწავლის. პროფესორმა რამდენიმე წიგნი დაწერა, ერთ-ერთი ბოლოა სასაცილო სახელით - „დინგომ ჩემი მათემატიკის წიგნი შეჭამა“.

ვიდეოში, რომელსაც ჩვენ თქვენ ახლა გთავაზობთ, ბურკჰარდ პოლსტერი საუბრობს როგორ უნდა ამოიხსნას კუბური განტოლებები თავის ტკივილის გარეშე.




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება