TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ბავშვებისგან მონურ მორჩილებას ტყუილად ელით - რა არის იმ მასწავლებლების საიდუმლო, ვის გაკვეთილზეც „ბუზის გაფრენის ხმა“ ისმის
20-02-2020
-
+


გაკვეთილი, სადაც „ბუზის გაფრენის ხმა“ ისმის, მასწავლებლების სანუკვარი ოცნებაა, თუმცა მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებენ ამ ოცნების რეალობად ქცევას, მითუმეტეს, თანამედროვეობაში, როდესაც პედაგოგს ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენა მოსწავლის „დაბულინგებად“ ეთვლება. ამის მიუხედავად, არიან პედაგოგები, ვის გაკვეთილზეც მოსწავლეები ჩუმად არიან. საინტერესოა, რა არის მათი საიდუმლო და როგორ ახერხებენ მოზარდების მოთოკვას ისე, რომ მართლაც ბუზის გაფრენა ისმოდეს.

გთავაზობთ რამდენიმე ოქროს წესს, რომელიც ურჩი მოსწავლეების მოთოკვაში დაგეხმარებათ:

1. უპირველეს ყოვლისა, დაიმახსოვრეთ - ბავშვებისგან მონურ მორჩილებას ტყუილად ელით;

2. პირველივე გაკვეთილი განსაზღვრავს, ყურადღებით მოგისმენენ თუ არა. ესაა ე.წ. ნერვების თამაში და თუ დამარცხდით, არასრულწლოვანი ბულერების მსხვერპლი თავად აღმოჩნდებით. მერხიდან წამოძახილი, საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის მცდელობა, აგდებული პასუხები პედაგოგის კითხვებზე... ამ პრობლემებთან ბრძოლა პირველივე გაკვეთილიდან მოგიწვეთ, ამიტომ მიაჩვიეთ ბავშვები, ბოლომდე მოისმინონ სხვისი მოსაზრება და მხოლოდ ისინი გამოკითხეთ, ვინც ხელს იწევს;

3. ეცადეთ, დაუმეგობრდეთ კლასს. მუქარა - „ცუდ ნიშანს დაგიწერ“, „ჩაგიყვან დირექტორთან“, „გამოვიძახებ მშობელს“ - არ ჭრის. აჯობებს, ბავშვებს შესთავაზოთ, თავად შეადგინონ გაკვეთილზე ქცევის წესები. ასე დაინახავენ, რომ ენდობით და გარდა ამისა, საკუთარი ხელით შედგენილ კანონებს ნაკლებად დაარღვევენ;

4. აღმოაჩინეთ ბუნტისთავი და იპოვეთ მასთან მიდგომა. ცალკე ესაუბრეთ, მოისმინეთ მოთხოვნები, სურვილები და ასე განსაზღვრეთ სამოქმედო გეგმა;

5. ჰიპერაქტიურ ბავშვებს გაკვეთილზე ინდივიდუალური დავალებები მიეცით, ასე მათი ყურადღების გადატანას შეძლებთ;

6. გაკვეთილზე გამოიყენეთ თამაშები, დანერგეთ სიახლეები, როგორც კი შეატყობთ, დაიღალნენ, უამბეთ საინტერესო ისტორია;

7. გაკვეთილი ცხოვრებისეული მაგალითებით გაამდიდრეთ; რაც მეტ დროს დაუთმობთ შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, მით მეტი შანსი გაქვთ, დაიმსახუროთ მოსწავლეების ყურადღება;

8. არის შემთხვევები, როდესაც კლასში, ყველაფრის მიუხედავად, საშინელი ხმაურია. ეს მაშინ ხდება, თუ რამდენიმე ლიდერია ან ასეთი ქცევა უკვე ნორმად იქცა. მიეცით დამოუკიდებელი სამუშაო, რთული კითხვებითა და უჩვეულო პასუხებით.

9. გამოიყენეთ  ქულების დაგროვებითი სისტემა - ასეთ დროს ქულა გროვდება გაკვეთილის განმავლობაში, მაგალითად, სწორად შესრულებული საშინაო დავალებისთვის, დაფასთან სწორი პასუხისთვის ა.შ. ასეთი მიდგომა ზრდის კლასის შრომისუნარიანობას და ხმაურის დრო ნაკლებად რჩებათ.

10. არასოდეს იყვიროთ, მაინც ვერ გადაფარავთ 20 ბავშვის ხმას და კიდევ დაფიქრდით - თავად თუ მოგწონთ, როდესაც გიყვირიან?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება